x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
სიყვარულამდე მეყვარები ... ნანა კვაშილავას პოეზიის საღამო ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში

17 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა ნანა კვაშილავას პოეზიის საღამო. რომელსაც ერთგულ მკითხველებთან ერთად ესწრებოდნენ ცნობილი მწერლები და ლიტერატორები. ნანა კვაშილავამ, როგორც თვითნაბადმა და ხალასმა პოეტმა, საკუთარი ხნული უკვე გაავლო ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის ფერადოვან ველზე. ამის დასტურია პოეტის მრავალმხრივობა, როგორც პოეტური გამომხატველობის, ისე თემატიკის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე. მისი კლასიკური, რითმიანი ლექსები ერთი დიდი სიმღერაა: მამულის, სიყვარულის, თავდადებისა თუ მეგობრობის სადიდებლად აღვლენილი. ცალკე საუბრის თემაა დიდებული თარგმანები რუსული ენიდან, სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა შემოქმედის უნიკალური მხარე, როგორც ენის შეგრძნობის, ასევე სათარგმნი მასალის ღრმად შეცნობიდან გამომდინარე. სწორედ ამ თემებსა და ავტორის პოეტურ ნიჭიერებაზე ისაუბრეს გამომსვლელებმა, საღამოს წამყვანმა მწერალმა- ლაშა გვასალიამ, მეცნიერმა- გელა მამფორიამ, პოეტებმა- გიორგი ჯიჭონაიამ, ჯანო შენგელიამ, ედემ იზორიამ და პუბლიცისტმა ზურაბ კვარაცხელიამ, ზუგდიდის პირველი სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნინო გოგინავამ და სხვებმა. საღამო მისასალმებელი სიტყვით გახსნა ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორმა ქალბატონმა მადონა მაქაცარიამ. ნანა კვაშილავასთან ერთად, მისი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს ზუგდიდელმა ახალგაზრდემა. დასასრულს გაცხადდა, რომ მალე მკითხველი იხილავს, ბატონ ლაშა გვასალიას რედაქტორობით, ავტორის ახალ პოეტურ კრებულს. რომლის პრეზენტაციაც ისევ წიგნების სამყაროში, ანუ ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში მოეწყობა!

image

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგიმეფარიძე123
გიორგიმეფარიძე123
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0