x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რა მისწერა მიხეილ გორბაჩოვმა ვლადიმერ პუტინს

image
გაზეთ "Известия"-თან ინტერვიუში სსრ კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა თქვა, რომ მან ვლადიმერ პუტინს წერილობით მიმართა რამდენიმე ხნის წინ.

პოლიტიკოსის თქმით, მას არ აქვს მიზანი, რომ ლიდერებს პასუხისმგებლობა დაეკისროს. ის მათ მიმართავს მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში, მოკლე წერილის სახით.

”ზოგჯერ მე ვამჩნევ, რომ ჩემი აზრები გამოხმაურებას პოულობენ ლიდერების სიტყვებსა და მოქმედებებში”.


გორბაჩოვმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფასა და მსოფლიო პოლიტიკის მილიტარიზაციაზე. ამის ნათელი მაგალითია საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების გაუქმება, განცხადა მან.



პოლიტიკოსმა მოუწოდა ორ ქვეყანას - რუსეთს და შეერთებულ შტატებს, არ დაუშვან ამ ხელშეკრულების გაუქმება, რათა ხელი შეუშალონ ომის გაღვივებას. გორბაჩოვი მიიჩნევს, რომ პუტინის წინადადება დაწესდეს მორატორიუმი საშუალო დონის რაკეტების განთავსებაზე, პირველი ნაბიჯია ამ საკითხის გადასაჭრელად.


საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის გაფორმდა 1987 წელს. 2018 წლის ოქტომბერში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ვაშინგტონის გასვლა გარიგებისგან, მოსკოვის მიერ მისი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. აშშ-ს ქმედებების საპასუხოდ, რუსეთმა 2019 წელს შეაჩერა მონაწილეობა ამ ხელშეკრულებაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა აგვისტოს დასაწყისში ამოიწურა.


0
1034
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1034
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0