x
image
ილია მარტყოფლიშვილი
ნანიკო ხაზარაძე „იმედს“ ტოვებს? სად ვიხილავთ ტელეწამყვანს?
image


პოპულარული ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე „იმედის დღეს“ ტოვებს. ამის შესახებ ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, თუმცა მომავალში სად ვიხილავთ მას, ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებია.


რამდენიმე დღის წინ ნანიკო ხაზარაძე რუსთავი 2-ზე ია ფარულავას „ფარულ კონვერტში“ გამოჩნდა, რასაც საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ნანიკო ხაზარაძე რუსთავი 2-ზე განაწყენებული მას შემდეგ იყო, რაც წლების წინ მან საავტორო თოქ-შოუ დატოვა. მას შემდეგ ხაზარაძე აღნიშნავდა, რომ ამ არხთან ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდა. იმის გამო, რომ რუსთავი 2-ის მენეჯმენტი ტელეიმედის მიმართ არაკეთილგანწყობილი იყო, მის მოქმედ სახეს პოპულარული გადაცემის მთავარ სტუმრად არ მიიწვევდნენ, ამიტომ ნანიკოს ფარულავასთან რუსთავი 2-ზე გამოჩენას აჟიოტაჟი მოჰყვა.


ამ ნაბიჯის შემდეგ სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილი ვარაუდობს, რომ არ არის გამორიცხული, ნანიკო ხაზარაძე კვლავ რუსთავი 2-ზე დაბრუნდეს, რადგან აშკარაა, რომ ხსენებული არხის ახალ მენეჯმენტს ხაზარაძის მიმართ პრეტენზიები არ აქვს.



გამოჩნდება თუ არა ხაზარაძე რუსთავი 2-ის განახლებულ ეთერში, ამის თაობაზე უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, მაგრამ თავად ტელეწამყვანი ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ კვლავ „იმედზე“ რჩება.


"ბოლო სამუშაო დღე მაქვს “იმედის დღეში”. 10 წლის წინ დავიწყე და ხვალ ვასრულებ.........
ედით! ჩემი სურვილით
კიდევ ედით! აქ ვრჩები იმედზე", - წერს ხაზარაძე

3
938
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
938
  
20 ოქტომბერი, 1:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

19 ოქტომბერი, 23:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

19 ოქტომბერი, 19:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3