x
„მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ“ - „პრაიმტაიმი“ მარიამ კუბლაშვილის ინტერვიუს აუდიო ვერსიის ნაწყვეტს აქვეყნებს
image



„პრაიმტაიმი“ მარიამ კუბლაშვილის ინტერვიუს იმ ნაწილის აუდიოვერსიას ავრცელებს, სადაც იგი თამთა თოდაძეზე და მის უფლებადამცველებზე საუბრობს.


სტატია სათაურით „მაგას დავამთავრებ და დავასამარებ“ გამოცემის ვებ-გვერდზე 16 ოქტომბერს გამოქვეყნდა. მასში სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი, სავარაუდოდ, ძალადობის მსხვერპლსა და მის უფლებადამცველ, მათ შორის ორგანიზაციებზე საუბრობდა.


მოგვიანებით კუბლაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა. მან დაწერა, რომ იგი ამ სიტყვებში დაზარალებულად ცნობილ თამთა თოდაძეს არ გულისხმობდა. მისი თქმით, ის ყველა იმ ადამიანს გულისხმობდა, ვინც მას უსამართლოდ აკრიტიკებს და შეურაცხყოფას აყენებს.



ამ განცხადების საპასუხოდ კი „პრაიმტაიმმა“ მარიამ კუბლაშვილთან ინტერვიუს აუდიო ვერსიის ნაწყვეტი გაასაჯაროვა. სააგენტოს განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ თავად ადვოკატმა ინტერვიუში მის ნათქვამს სხვაგვარი ინტერპრეტაცია მისცა, სწორედ მსგავსი ინტერპრეტაციების თავიდან ასაცილებლად გამოაქვეყნა ინტერვიუს აუდიოჩანაწერი.



1
501
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
501
  
2019, 19 ოქტომბერი, 23:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1