x
მეტი
  • 20.11.2019
  • სტატია:96711
  • ვიდეო:343723
  • სურათი:458600
ალყაში მოქცეული პარტიზანები და მათ დასახმარებლად მისული თავზეხელაღებული სპეცრაზმელის გმირობა

image სეპარატისტულ აფხაზეთში პარტიზანების ყველა ოპერაცია არ ყოფილა წარმატებული, რადგან სამწუხაროდ ქართველების გარკვეული კატეგორია ამტკიცებდა შაჰ-აბასის მოსაზრებას: "ქართველს ქართველზე დიდი მტერი არა ჰყავსო"!
გალში აფხაზების მიერ იძულებით გადაბირებული ქართველების ნაწილი პარტიზანებს პირდაპირ ეუბნებოდა, მათთან მისვლა სახიფათო, რომ იყო გასაგები მიზეზების გამო, ნაწილიც ღიად თანამშრომლობდა აფხაზებთან და პარტიზანების გამოჩენას მათ სოფელში ეგრევე გალის აფხაზურ ადმინისტრაციას ატყობინებდა.
რამდენიმე ჩავარდნილი ოპერაციის და დაღუპული პარტიზანების გამოსვენების მერე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება: გალის დაბალი ზონის სოფლებში, სადაც მოქმედებდნენ ძირითადად პარტიზანული რაზმები, გადაადგილება მომხდარიყო ღამის სიბნელეში.
მიუხედავად ამისა სიტუაცია პარტიზანებისთვის სახარბიელოდ მაინც არ ვითარდებოდა.
თავად პარტიზანებს შორისაც რამდენჯერმე მოხდა შელაპარაკება, მიზეზი კი ზოგიერთი "ვაი პარტიზანის" მიერ აფხაზებთან სიგარეტის და საწვავის კონტრაბანდაში ერთობლივი საქმიანობა გახდა.
გამსახურდიას გვარდიის ერთერთი ოფიცერი სწორედ ასეთ გარჩევას შეეწირა, მას ბრალი დასდეს ერთი "ცნობილი პარტიზანის" მოსაკლავად აფხაზეთიდან აფხაზური რაზმის გადმოყვანაში, ის სოფელ ოდიშში აიყვანეს და კიდურები ავტომატის ჯერებით დაუცხრილეს.
არა და "ოქროპირა" არავისთან არ იყო რეალურად შეკრული, რამდენიმე წლით ადრე მხედრიონის მიერ ფოთის აღებისას სასტიკად იქნა მისი უმცროსი ძმა, გამსახურდიას ერთგული გვარდიის ოფიცერი მოკლული.
შვილების სიკვდილი ვერც მშობლებმა გადაიტანეს და ორივე მალე გარდაიცვალა, ეს არ იყო ბოლო უბედურება მათი ოჯახისათვის, მალევე აფხაზებმა გალის რაიონში ენგურის გადასასვლელამდე რამდენიმე კილომეტრში ბენზიმზიდი "მაზ"-ის ზუგდიდელი მძღოლი ახალგაზრდა ბიჭი აფხაზებმა მანქანაში ჩაცხრილეს, მოკლული "ოქროპირას" ბიძაშვილი იყო და ერთერთი პარტიზანული დაჯგუფების ლიდერისთვის კონტრაბანდული საწვავი გადმოჰქონდა, ფული რომელიც აფხაზებს საწვავის სანაცვლოდ უნდა მიეღოთ არ იქნა მათთვის გადაცემული, აფხაზებმა ჩათვალეს, რომ გადააგდეს და შური უდანაშაულო ბიჭზე იძიეს.
სწორედ ასეთმა კონფლიქტებმა გამოიწვია პარტიზანებს შორის კოორდინაციის დარღვევა.
პარტიზანულმა დანაყოფმა, რომელმაც სოფელ ღუმურიშში წარმატებული ოპერაცია ჩაატარა უკან ბრუნდებოდა ენგურის გადასასვლელისაკენ, გათენებამ სოფელ თაგილონში მოუსწროთ და იძულებული გახდნენ თავი გადამწვარი სახლისათვის შეეფარებინათ დაღამებამდე.
სამწუხაროდ მორიგეობაზე გასული მებრძოლი ვიღაცამ დააფიქსირა და ინფორმაცია გალის აფხაზურ ადმინისტრაციას მიაწოდა. აფხაზების რეაქციამაც არ დააყოვნა და მალე სოფელში რამდენიმე ათეული მებრძოლი შემოვიდა ჯავშანტრანსპორტიორის თანხლებით, საბედნიეროდ მზირის მიერ დროულად იქნა დაფიქსირებული აფხაზი "ბოევიკები" და ჯგუფმა სწრაფად შეიცვალა ადგილი, ჯგუფი ორ ნაწილად დაიყო და თავი ისევ გადამწვარ სახლებს შეაფარა.
რამდენიმე წუთში კი ორმხრივი ცეცხლი გაიხსნა. გადაღლილი, უძინარი ქართველი მებრძოლები კანტიკუნტი ცეცხლით პასუხობდნენ მოწინააღმდეგეს, ორი მებრძოლი მსუბუქად დაიჭრა, მალე იმ სახლს, სადაც ადრე შეაფარეს თავი პარტიზანებმა ზედიზედ ორი ყუმბარმტყორცნის ყუმბარა მოხვდა.
რაზმის ირგვლივ მალე სეპარატისტებმა რკალის შევიწროება დაიწყეს, პარტიზანებმა ხელყუმბარების სროლით და ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნებიდან გასროლებით უპასუხეს.
ქართული მხარის მებრძოლები მიხვდნენ მათი გადარჩენის ერთადერთი გზა ინტენსიური ცეცხლის გახსნა და ამ ცეცხლის საფარის ქვეშ გასვლა იყო.
მეორე ჯგუფის ორი წევრი ტყვიამფრქვევიდან სროლით გაიჭრა გვერდითა სახლის მიმართულებით და რამდენიმე მეტრში ჩაწოლილ 3 აფხაზს ზედ წაადგა, ეტყობა აფხაზები ასეთ სიგიჟეს არ ელოდნენ და შეყოვნდნენ, რაც კარგად გამოიყენეს ქართველებმა-სამივე ადგილზე ჩაცხრილეს და რკალის ერთი ფრთა გახსნეს, აფხაზებმა ალბათ იფიქრეს აქ გაცილებით მეტი მებრძოლიაო და დამხმარე ძალის გამოძახება დაიწყეს, იმდენად ახლოს იყო აფხაზები და ქართველები ერთმანეთთან მათი საუბარი გარკვევით ისმოდა.
გურამ კვიტატიანის მიერ ადრიდანვე შემოღებული მეთოდი-ორ მებრძოლს მიეღო ბრძოლა, ხოლო დანარჩენს გასვლა ეცადა აქაც წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა გურამმა დარჩენა სოხუმელი სლავას გარდა ყველას აუკრძალა და მასთან ერთად, ტყვიამფრქვევიდან ინტენსიური ცეცხლი გახსნა.
ცეცხლის საფარის ქვეშ ორივე ჯგუფმა გზის მეორე მხარეს უდანაკარგოდ გადარბენა მოასწრო, მსუბუქად დაჭრილებიც ჯერ კიდევ მწყობრში იყვნენ.
რამდენიმე მიმართულებიდან გახსნილმა ცეცხლმა აფხაზები საბოლოოდ დააბნია.
გურამი და სლავაც რაზმელების საცეცხლე მხარდაჭერით სახლის უკანა მხრიდან გამოვიდნენ და ტყედ ქცეული, გავერანებული თხილნარის გავლით ჯგუფს შეუერთდნენ.
რაზმმა ორმხრივი ცეცხლის ქვეშ უკან დაიხია ენგურისაკენ, რადგან იცოდნენ ხურჩაში ქართველების ბლოკ-პოსტიდან აუცილებლად დაუჭერდნენ მხარს ცეცხლით.
რაზმის ინტენსიურმა ცეცხლმა საშუალება არ მისცა აფხაზებმა ჯგუფი ხელმეორედ მოექცია ალყაში, თუმცა მოგეხსენებათ ფეხით მიმავალ მებრძოლს იმდენი საბრძოლო მარაგის წაღება არ შეუძლია დიდხანს აწარმოოს ინტენსიური ცეცხლი, შესაბამისად ქართული მხრიდან სროლის ინტენსიურობამ იკლო.
აფხაზებმაც დამხმარე ძალის ლოდინს ამჯობინეს ქართველებისთვის ხურჩამდე გადასვლამდე შეეტიათ და შეუტიეს კიდეც, ჯავშანტრანსპორტიორი ინტენსიური ცეცხლით და მაღალი სისწრაფით გამოექანა პარტიზანებისაკენ, თუმცა კვიტატიანის ნასროლმა ერთჯერადი ყუმბარმტყორცნის ყუმბარამ ჯავშანტრანსპორტიორს ცეცხლი გაუჩინა, გვერდითა გადმოსასვლელიდან გადმოსულ აფხაზებს კი სლავამ სნაიპერული შაშხანიდან დაუწყო სროლა და უნდა ითქვას ძალზე ეფექტურადაც.
თუმცა ამით აფხაზების შტურმი არ შეწყვეტილა, კიდევ სამი ქართველი მებრძოლი დაიჭრა, მაგრამ საბედნიეროდ მძიმედ არა რადგან ბოლო პერიოდში პარტიზანების გასვლა ოპერაციაზე ჯავშანჟილეტის გარეშე დანაყოფის მეთაურმა აკრძალა.
სწორედ ამ დროს გაისმა პარტიზანების უკან ხურჩის მხრიდან ტყვიამფრქვევის მჭახე ხმით კაკანი, ტყვიამფრქვევის გრძელმა ჯერმა რამდენიმე აფხაზი თუ მათი "დამქაში" მოცელა, ჯგუფთან მოსულმა ქართველმა სპეცრაზმელმა, რომელსაც თვითნებურად დეტოვებინა პლოკ-პოსტი, ტყვიამფრქვევთან ერთად ვაზნების გარკვეული რაოდენობაც წამოეღო.
ბევრს გაუკვირდება ამდენი რამე როგორ წამოიღოო, მაგრამ ვინც იცნობდა ან იცნობს დათო ბ-ს, მისი აღნაგობიდან გამომდინარე ეს არ გაუკვირდება.
სწორედ დათოს ვაჟკაცობამ და დროულმა ჩარევამ იხსნა სპეცრაზმი განადგურებისაგან.
თავად დათოც ფეხში დაიჭრა, ხურჩიდან ქართველებიც წამოეშველნენ და ჯგუფი ხურჩაში გადავიდა.
დათო და სხვა დაჭრილები ზუგდიდის კლინიკაში გადაიყვანეს. დათო პირადად შსს-ს მინისტრმა ინახულა კლინიკაში და საჩუქრად მადლობის სიგელთან ერთად პირადი პისტოლეტიც აჩუქა.
2016 წელს დათო 3 კაცის დაყაჩაღების და მკვლელობის ბრალდებით იქნა დაკავებული და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
მე ძალიან კარგად ვიცნობდი დათოს, მის ოჯახშიც ვარ ნამყოფი და ის, რომ 3 000 ლარის გამო, თან ქართველების გამო ცეცხლის წვიმაში ბევრჯერ შევარდნილი კაცი თან მისი ფინანსური მდგომარეობით მოკლავდა 3 კაცს მე არ მჯერა და ვერც დავიჯერებ, მით უფრო მაშინ, როცა მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე დათომ განცხადებით მიმართა შსს-ს ზუგდიდის სამმართველოს, რომ მისი პისტოლეტი მისი სეიფიდან გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა, ხოლო დათოს დაჭერამდე რამდენიმე დღით ადრე დათომ ეზოში უცხო ნაკვალევის დაფიქსირების მერე ეზოში მდგარი მანქანა დაათვალიერა, აღმოჩნდა, რომ მანქანის ქვეშ დამაგრებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც მანქანის ამძრავზე ("სტარტერზე") იყო მიერთებული და გამნაღმველები გამოიძახა.

0
598
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
598