x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134493
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
უცხო ანდაზები ნაწილი 2


26-ენით დავარდნას ფეხით დავარდნა გერჩივნოსო.
27-დედაბერს უთქვამს:იმდენი ვერ მოვიცალე რომ მოვკვდეო.
28-ესმაკები ურთიერთს მტრობენ, კაცის წასახდენად კი მაშინვე მეგობრდებიანო.
29-ეშმაკს რომ ნეკის წვერი მისცე, მთელ ტანს წაიღებსო.
30-ვინც მზეს ტალახს ესვრის, თავზე დაეცემაო.
31-ვისაც თავის აზრის დამალვა არ შეუძლია, იმას არც ბატონობა შეუძლიაო.
32-ზაფხული ზამთრის მუშააო.
33-თვალებს შუაში ცხვირი რომ არ ჰქონოდათ ერთმანეთს დასწწამდნენო.
34-თვალი სარკეა კაცისა, სიგ ბევრი რამე ხატია.
35-თივაში ცეცხლი არ დაიმალებაო.
36-თუ მეგობარი არა გყავს-ეძებე, თუ იპოვი-ერიდეო.
37-იმერელს ჰკითხეს ყველაზე მძიმე რა არისო და ცარიელი მუცელიო.
38-კაცს კაცობა უნდა თორემ კუჭი კატასაც კი აბიაო.
39-კოღოც კი წააქცევს მგელს, თუ ლომი უშველისო.
40-ლამაზი ცოლი დთეს შენია, ხვალ-სხვისიო.
41-ლხინში ნაბიჯით წადი, ჭირში სირბილითო.
42-მანამ ხმალი მოვიდა, ენამ თავი მოჭრაო.
43-მკვდრებსაც აკლიხარ და არც ცოცხლებს არგიხარო.
44-მოვიდა შიმშილი, წავიდა სირცხვილიო.
45-მონად გახდომა-ადვილია, ადამიანად-ძნელიო.
46-ნაგიჟარს გიჟობა არ გაახსენო თორემ ისევ გაგიჟდებაო.
47-რასაც მოიგებ, ბოლოს გაიგებო.
48-სამართლიანად მოჭრილი ხელი არ გეტკინებაო.
49-სანამ შეხვიდოდე, გამოსვლაზე იფიქრეო.
50-სახელმწიფოს მართვა უფრო ადვილია, ვიდრე ცოლისაო.

1
94
2-ს მოსწონს
ავტორი:Echelon
Echelon
94
  
0 1 1