x
მეტი
  • 10.12.2019
  • სტატია:97244
  • ვიდეო:344097
  • სურათი:459230
სოფია - მოდელი, რომელმაც ინსტაგრამი თავისი წარბებით დაიპყრო
თანამედროვე გოგოები წარბებს რას არ უკეთებენ. ზოგი ზედმეტ თმას იღებს, ზოგი კი უპირატესობას სქელ მართკუთხა წარბებს ანიჭებს. ზოგი კი თვალების ზემოთ თმას სრულად იშორებს, რომ დამოუკიდებლად თავად დაიხატონ.


image

უპირატესობას რასაც არ უნდა ანიჭებდეთ, წარბების სამყაროში ერთი ტაბუ არსებობს - წარბები არ უნდა იყოს შეერთებული. მონოწარბის მიმართ დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანია: ზოგიერთი ცრურწმენის მიხედვით მათ ხან ჯადოქრებად, ხან ვამპირებად მიიჩნევენ. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ევრაზიაში ეს ლამაზად ითვლება და გოგოები წარბებს ფანქრის დახმარებით სპეციალურად აერთიანებენ.


image


მონოწარბების მფლობელთა რთული მდგომარეობა კვიპროსელმა მოდელმა შეამსუბუქა. სოფია ჰაჯიპანტელიმ ინსტაგრამზე 300 ათასზე მეტი მიმდევარი შეკრიბა, რომელთაც წარბებს შორის ხშირი თმა არ აწუხებთ.


imageimage

მოდელი შესანიშნავად ხვდება, რომ მისი გარეგნული მხარე ყველას არ მოსწონს. თუმცა მოდის მკაცრ კანონებს არ ეთანხმება და მზადაა თავისი პოზიცია ბოლომდე დაიცვას. მას სურს, რომ სხვებს საკუთარ სხეულში თავი კომფორტულად აგრძნობინოს.


imageimage

მაშინ, როცა არაბულ ქვეყნებში მსგავსი წარბის მფლობელები დიდად დაფასებულია, სოფია აშშ-ში ცხოვრობს და ყოველდღიურად კრიტიკოსთა აღშფოთებას იღებს როგორც ინტერნეტ სივრცეში, ასევე რეალურ ცხოვრებაში.


imageimage

ინსტაგრამის ვარსკვლავი არ იღლება იმის შეხსენებით, რომ გარეგნობის არჩევის უფლებას იცავს და მის შეცვლას არ ცდილობს. მიუხედავად ამისა, სოფია საკუთარ თავს მონოწარბის მოძრაობის დამფუძნებლად მიიჩნევს, სადაც ჰეშტეგის ქვეშ უკვე 3000 სურათია გამოქვეყნებული.


imageimage

მისი ქერა თმა და შავი სქელი წარბი უჩვეულო კომბინაციაა, მაგრამ სწორედ ასეთია სოფია. მან დროებით ფერის შეცვლა სცადა, მაგრამ მიხვდა, რომ შავი ფერი ყველაზე მეტად უხდება. ამასთან მას ხშირად ლეგენდარულ ფრიდა კალოს ადარებენ, ასე რომ, სოფიამ ცდუნებას ვერ გაუძლო და ფრიდას იმიჯით სურათი გადაიღო. მშობლების სურათებით თუ ვიმსჯელებთ, ოჯახში მხოლოდ მას აქვს მონოწარბი.


imageimage

სოფიას პოპულარობა მხოლოდ სოციალურ ქსელით არ შემოიფარგლება, არამედ მოდის წრეებშიც ვრცელდება. მაგალითად, კრის ჯენერს და ბელა ჰადიდს შეხვდა და ავტოგრაფის აღებაც შეძლო. 22 წლის მოდელი ფოტოგრაფს ხვდება. მისი სოციალური ქსელი შეყვარებულის ფოტოებით სავსეა.


imageimage

21-ე საუკუნეში ბოდიპოზიტივი სწრაფი ტემპით პოპულარული ხდება. სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს საკუთარ თავს ისეთს, როგორიც არის და სილამაზის სტანდარტებს უპირისპირდებიან.


ასევე დაგაინტერესებთ:

20+ ფოტო მტკიცებულება, რომ ნებისმიერი ქალი ქალღმერთია

image

მათ თმის შეღებვაზე უარი განაცხადეს. ნახეთ, როგორ გამოიყურებიან

image

70-იანი წლების მამაკაცების მოდა, რომელიც არ უნდა დაბრუნდეს (20+ ფოტო)

image

ქალის ასეთი ფეხსაცმელი ახლა საკმაოდ პოპულარულია, როგორ მოგწონთ?

image

გვერდი არ აუაროთ: ახალი მოდური ტრენდი - „ლაქი“ კბილებისთვის

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
477
1-ს არ მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
477