სხვა ზოომაღაზიაში გაჟღერებული ფრაზები 2019, 17 ოქტომბერი, 12:57 -ფლოსტები გაქვთ? -არა -და ხომ არ გინდათ? -არა -იაფად? -მაინც არა *********************** -გამარჯობა, ღორებს კოდავთ? -რას ვაკეთებთ? -აი კუტულებს თუ აჭრით? -აა არა *********************** -ერთი 5 ლარის გამიკეთე -რა გაგიკეთოთ? -ძაღლის საჭმელი ************************ -პედიგრი მინდა -რომელი? -პედიგრი რა -ხოდა რომელი პედიგრი? -დაიცა ეს ყველა პედიგრია? -კი, ეგ ყველა პედიგრია ან კორმი და სახეობები აქვს. -მაშინ ძაღლს რაც მოეწონება. ************************* -მაკულატურას იბარებთ? -არა -რატომ კი მარა . ************************* -მე რომ მიმქონდა ის მინდა -ესე ზეპირად არ ვიცი რა მიგქონდათ. -მრგვალია, პატარა და მოკლედ ჩამახედე ყველაში და ფერზე ვიცნობ . ************************* -კატისთვის მინდა ისეთი საჭმელი ღამე თავზე რომ აღარ დამახტეს და გული არ გამიხეთქოს. ************************* -გამარჯობა. მოკლედ ვინმე ხომ არ იცით ვისაც ფულს გადავუხდი და ზაზუნას გამისეირნებს . -რას? -ზაზუნას -არა ქალბატონო -დასანანია ************************** -პრაქტიკაში თუ გქონიათ ვეგანი ძაღლი? -არაა -ხოო არც მე. რა საინტერესოა ისე -ძალიან ************************** -რამე ისეთი წამალი არ გაქვთ ძროხა რომ არ დაორსულდეს ან პირიქით მამალს რომ არ აუდგეს? 342 2-ს მოსწონს
|