x
მეტი
  • 15.11.2019
  • სტატია:96580
  • ვიდეო:343680
  • სურათი:458451
„რუსთავი 2“-ისთვის ახალი სამართლებრივი ბრძოლა იწყება
image



„რუსთავი 2“-ისთვის ახალი სამართლებრივი ბრძოლა იწყება. ამის შესახებ იურისტმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომელიც ამიერიდან დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის ინტერესებს დაიცავს. მისი თქმით, ხვალ ისინი ამ თემაზე პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც მათი სამართლებრივი ბრძოლის სტრატეგიაზე ისაუბრებენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ, მოგვიანებით კი თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.


„„რუსთავი 2-ს მე ვუყურებ ისე, როგორც მშობელი უყურებს შვილს და უნდა, რომ იყოს ბედნიერი და თავისუფალი“ - ეს სიტყვები თქვა დავით დვალმა 2019 წლის 26 ივლისს პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. ზუსტად ეს განწყობა ჰქონდა აქიმიძეს. მათ უარი თქვეს ხალვაშის შეთავაზებაზე და არ წავიდნენ გარიგებაზე.


პარლამენტში შეხვედრას ვესწრებოდი. მათმა სიტყვებმა და ამ პრინციპულმა დამოკიდებულებამ სამართლებრივი დახმარების სურვილი გამიჩინა. ისინი დააზარალა ორმა ხელისუფლებამ - ერთმა წაართვა რუსთავი 2, მეორემ კი მიზანმიმართულად არ გამოიძია და არ დაუბრუნა. მათთან ერთად მთელი საზოგადოება დავზარალდით. 2004 წლიდან გასული იყო 15 წელი და ორი ხელისუფლების გაფუჭებული საქმიდან იურიდიული გამოსავალი არ ჩანდა. შევისწავლე ეს საქმე და სამართლებრივი კუთხით დაუჯერებლად მარტივი გამოსავალი მოვნახე. რამოდენიმე დღეში შევხვდი მათ, ავუხსენი იურიდიულად რა იყო გასაკეთებელი. მათ მოეწონათ ეს გზა და დავიწყეთ მუშაობა... ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარჩელი გამოვიდა, რაც კი ოდესმე დამიწერია.



ხვალ, 17 ოქტომბერს, ფონდ ღია-საზოგადოება საქართველოს ოფისში 13:00 საათზე ყველა მედიასაშუალებას გიწვევთ პრესკონფერენციაზე, სადაც ჩვენი სამართლებრივი ბრძოლის სტრატეგიაზე ვისაუბრებთ და თქვენს კითხვებს ვუპასუხებთ. ხოლო 15:00 საათზე სარჩელს შევიტანთ თბილისის საქალაქო სასამართლოში.


დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე გამარჯვებით დასრულდება!“ - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

0
147
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0