x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133857
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508148
ჰელიოგაბალუსი – კალიგულაზე უფრო შეშლილი იმპერატორი

მარკუს ავრელიუს ანტონინუს ჰელიოგაბალუსი – რომის იმპერატორი იყო, რომელიც სახელმწიფოს მხოლოდ 4 წელი მართავდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ბევრს გაუმწარა სიცოცხლე...


image


იმპერატორი ჰელიოგაბალუსი 204 – 222 წლებში ცხოვრობდა და ძნელი გამოსათვლელი არ არის, რომ ტახტზე 14 წლის ასაკში ავიდა და ის 18 წლის ასაკში დატოვა. თუმცა, ეს თავისი ნებით არ გაუკეთებია. აუტანელი იმპერატორი აჯანყების მსხვერპლი გახდა. ის ჯარისკაცებმა მოკლეს და გვამი ტიბრში გადააგდე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების სათავეში ჰელიოგაბალუსიც აჯანყების შედეგად მოვიდა. კარაკალას მკვლელობის შემდეგ, რომის იმპერატორი მისი პრეფექტი მაკრონიუსი გახდა. ამ აზრს ვერ შეეგუა იულია მესა (სეპტიმიუს სევერუსის ცოლის და), რომელიც ჰელიოგაბალუსის ბებია იყო, დედის მხრიდან. მას დინასტიის აღდგენა უნდოდა. თან იმ დროს, ჰელიოგაბალუსი ჯარისკაცებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა და სწორედ მათ გამოაცხადეს ეს უკანასკნელი იმპერატორად. მაკრონიუსი კი შეიპყრეს და მოკლეს. მოკლედ რომ ვთქვათ, «მახვილით მოსული», მახვილითვე «განიკვეთა».

ჰელიოგაბალუსი, იმის გამო, რომ ასაკით პატარა იყო, თუ იმიტომ რომ ფსიქიკურ განვითარებასთან ჰქონდა პრობლემები, ხშირად უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებდა, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან უცნაურს...

მაგ., ის სილამაზის დიდი დამფასებელი იყო და თავად ცდილობდა, რომ ყოველთვის «ფორმაში» ყოფილიყო. თუმცა, გემოვნება მეტად თავისებური ჰქონდა: სახეზე მაკიაჟს იკეთებდა და ყოველთვის ფერადი სამოსით დადიოდა. ტრაბახობდა, რომ არცერთ როსკიპს არ ჰყოლია იმდენი საყვარელი, რამდენიც მას ჰყავდა.

ერთხელ, მისი ბრძანებით, რომის იმპერიაში ობობის ქსელის შეგროვება დაიწყეს. მას კარგა ხანს აგროვებდნენ, რადგან იმპერია საკმაოდ დიდი იყო. შედეგად, ქსელი ერთ გუნდად შეკრეს და სასახლეში მიიტანეს. იმპერატორმა დახედა გუნდას და წარმოსთქვა: «რომის იმპერია, მართლას რომ დიდია, თუ მასში ამდენი ქსელის მოგროვება შეიძლებაო».


image



ნადიმები ჰელიოგაბალუსის კარზე


ეს, საერთოდ, ცალკე ისტორიაა... იმპერატორს ბევრი უცნაური ტრადიცია ჰქონდა. ჯერ–ერთი, მას სტუმრებისთვის თავზე ვარდის ფურცლების დაყრა უყვარდა. ამასთან, ყვავილის ფრაგმენტი იმდენად ბევრი იყო, რომ ადამიანები მასში «იხრჩობოდნენ». ზოგიერთი კი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, – ნამდვილად იგუდა.

ამას გარდა, ჰელიოგაბალუსი, კერძებსაც თავად იგონებდა და სტუმრებს თავისი კულინარიული «შედევრებით» უმასპინძლდებოდა. მაგ., ერთ წვეულებაზე, სუფრაზე სირაქლემის 600 თავი მიიტანეს და იქიდან ტვინის ამოჭამა იყო საჭირო.

იმპერატორს ძალიან უყვარდა, როდესაც იმას აღნიშნავდნენ, რომ კერძი ძალიან ძვირიანი იყო... და ნადიმის შემდეგ, სტუმრებს ამის თქმის საშუალება რომ ჰქონოდათ, ხშირად, კერძს მარგალიტით და ოქროთი აფორმებდნენ. რაც საბოლოო ჯამში, ჰელიოგაბალუსის დიდებულებაზე მეტყველებდა.

ხოლო, როგორც თვითონ აღნიშნავდა, «დახვეწილი» გემოვნების იმპერატორის საყვარელ კერძებს შორის, 2 კერძი: ცოცხალი მამლიდან მოჭრილი ბიბილოები და ბრინჯი, თეთრი მარგალიტებით, განსაკუთრებით საყვარელი იყო.


ამ ყველაფერს კიდევ აიტანდნენ რომაელები, იმპერატორის სისულელეების გამო, ხალხი რომ არ დატანჯულიყო. მაგრამ, ყველაზე დიდ სიამოვნებას ჰელიოგაბალუსი მაშინ იღებდა, როდესაც სხვის ტანჯვას უყურებდა.

შვილიშვილის ასეთმა საქციელმა იულია მესაც დააფიქრა და გადაწყვიტა რომის იმპერიის ტახტზე, მის ნაცვლად, მეორე შვილიშვილი, ჰელიოგაბალუსის დეიდაშვილი, ალ. სევერიუსი აეყვანა, რომელიც იმ მომენტიეთვის, უკვე 14 წლის იყო. ეს რომ შეშლილმა იმპერატორმა შეიტყო, მომავალი იმპერატორი შეიპყრო და მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. მაგრამ, მას ამის უფლება არ მისცეს. ისევ აჯანყება მოხდა, ჰელიოგაბალუსი შეიპყრეს, სიცოცხლეს გამოასალმეს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი გვამი მდინარეში გადააგდეს.

ჰელიოგაბალუსი კარგი მმართველი რომ არ იყო, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მისი წასვლის შემდეგ, იმპერიაში, ბიჭებისთვის, სახელის – ანტონინუსის დარქმევა კანონით აიკრძალა.

ახლა კი, თავად განსაჯეთ, ვინ უფრო შეშლილი იყო: კალიგულა, თუ ჰელიოგაბალუსი?

ალბათ, ორივე ერთნაირი იყო, რადგან მათი მმართველობის შემდეგ, თითქმის 2000 წელი გავიდა და ისინი ისევ ახსოვთ. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ მათ სახელი, კეთილი საქმეებით კი არა, ბოროტებით და სისულელეების კეთებით გაითქვეს.

imageimageimageimageimageimageimage










0
1198
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0