x
მეტი
  • 22.11.2019
  • სტატია:96758
  • ვიდეო:343746
  • სურათი:458655
საჯარო ლექციები ლიტერატურაზე ,,პორტრეტები" ლაშა გვასალიასთან ერთად გრძელდება

დღეს დარჩელის სასოფლო ბიბლიოთეკაში პროექტის
საჯარო ლექციები ლიტერატურაზე “პორტრეტები“ს ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა ლიტერატორ ლაშა გვასალიასთან, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას, სკოლის მოსწავლეებს, სოფლის მოსახლეობასა და სხვა დაინტერესებულ პირებს წაუკითხა ლექცია თემაზე: გილგამეშიდან რუსთაველამდე. რამაც ძალიან დააინტერესა მსმენელი საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდები და მეტად საინტერესო კითხვებით მიმართეს მწერალს. პოლემიკამ დიალოგის ფორმა მიიღო. შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებმა გამოთქვეს სურვილი კვლავ შეხვედრიასა და მათი აზრით თუ მსგავსი შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს მიიღებდა, დიდად წაადგებოდა მკითხველის წიგნთან მიბრუნების საშვილიშვილო საქმეს!

პროექტი ხორციელდება მწერალთან და ლიტერატურათმცოდნესთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალიასთან თანამშრომლობითა და მისი მონაწილეობით.
პროექტის მიზანია ლიტერატურის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში კითხვის ჩვევების ჩამოყალიბება და განვითარება. ბიბლიოთეკის პოპულარიზაცია.
????საჯარო ლექციები ჩატარდება ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის სასოფლო ბიბლიოთეკებში.

image

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგიმეფარიძე123
გიორგიმეფარიძე123
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0