ფეხბურთი დასახელდა თანხა, რომელსაც "ინსტაგრამზე"რონალდუს თითო პოსტში უხდიან 2019, 16 ოქტომბერი, 15:54
პორტუგალიელი ფეხბურთელი და, ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ"ინსტაგრამის "რეიტინგის სათავეში მოექცა, როგორც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანი მსოფლიოში.კვლევის შედეგებს Buzz Bingo -აქვეყნებს. პორტუგალიელი მეგავარსკვლავის შემოსავალმა "ინსტაგრამიდან" ერთ წელიწადში 46 მილიონი დოლარი შეადგინა და როგორც ცნობილი გახდა, რონალდუს სიციალურ ქსელში დადებულ თითო პოსტზე რეკლამისთვის 993 000 დოლარს უხდიან. მეორე ადგილს კვლავ ფეხბურთელი იკავებს, არგენტინელი ლიონელ მესი.მისი წლიური შემოსავალი "ინსტაგრამის" პოსტებიდან 23, 2 მილიონი დოლარია. მესამე ადგილზე გავიდა ამერიკელი მოდელი კარდაშიანების ოჯახიდან კენდალ ჯენერი-16, 18 მილიონი დოლარი. კრიშტიანუ რონალდუ აგრეთვე აბსოლუტური რეკორდსმენია "ინსტაგრამზე" გამომწერების რაოდენობით-186 მილიონი ადამიანი. 353 5-ს მოსწონს
|