x
image
გემი დალანდი
8 ქვეყანა,სადაც ზედმეტი წონა სილამაზის ნიშანია
იმის მიუხედავად, რომ ქალები თავს არ ზოგავენ ჭარბ კილოგრამებთან ბრძოლაში და დიეტებით და ვარჯიშით ცდილობენ ფორმაში ჩადგნენ, არსებობს ქვეყნები, სადაც ქალებს ეს პრობლემა ნამდვილად არ ადარდებთ, რადგან ზედმეტი კილოგრამები აქ სილამაზედ მიიჩნევა.


8.საბერძნეთი

imageამ ქვეყანაში მრგვალფორმებიან ქალებს აფასებენ და მოსწონთ. მიუხედავად დიდებული ანტიკური წარსულისა, საბერძნეთის ისტორია რთული პერიოდებით და ომებითაა სავსე, რომელსაც ხანგრძლივი შიმშილობაც თან სდევდა ხოლმე, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ფორმულა “სიმსუქნე სილამაზეა" ამ ქვეყანაში დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას.


7.მექსიკა


imageმექსიკაში სილამაზის თავისებური ხედვა აქვთ და სრული აღნაგობა აქაც მომხიბვლელადაა მიჩნეული.არც მექსიკას ჰქონია დამშვიდებული წლები და ისტორია, ამიტომ ქალი სრული ფორმებით- მათთვის კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის სიმბოლოა.


6.ავღანეთი

imageავღანეთში თვლიან, რომ სრული აღნაგობის ქალს უფრო ჯანმრთელი ბავშვების გაჩენა შეუძლია, ვიდრე გამხდარს. ამიტომ, მრგვალი ფორმები და სახე, მხოლოდ და მხოლოდ მომგებიანია გასათხოვარი ქალისთვის და საქმროებიც ამას დიდ ყურადღებას აქცევენ.


5.სამოა

imageსამოას კუნძულებზე ფაფუკ ფორმებს სწყალობენ, რაც ისევ და ისევ ისტორიულადაა განპირობებული. ისინი საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ თავის გადასარჩენად ებძოლათ და ყველა შესაძლო გზით დაეგროვებინათ კვების მარაგი. საკვებისადმი მათი დამოკიდებულება გენების დონეზეა დასული: მათ ძალიან უჭირთ ზედმეტი კილოგრამების მოშორება.


4.სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

imageამ ქვეყანაში სრული აღნაგობის ადამიანებს აღტაცებული ან შურიანი მზერით აცილებენ. მსუქანია-ნიშნავს მაძღარია და არ უჭირს.

გარდა ამისა, ამ ქვეყანაში ხშირია შიდსის შემთხვევები, რაც პირიქით, სიგამხდრეს იწვევს. ამიტომ, იყო მსუქნი-ნიშნავს იყო ჯანმრთელიც.


3.საუდის არაბეთი

imageსაუდის არაბეთში მიჩნეულია, რომ სიმსუქნე სილამაზის და მაღალი მდგომარეობის ნიშანია. ზედმეტი წონა აქ ცხელი კლიმატითაცაა განპირობებული, რაც ადამიანებს ცხოვრების ნაკლებად აქტიური წესისკენ უბიძგებს. ამასთან, საუდის არაბეთში სპორტი არც ისე პოპულარულია, განსაკუთრებით ქალებისთვის.


2.გაერთიანებული ემირატები

imageამ ქვეყანაშიც სიმსუქნე ჯერ კიდევ მიჩნეულია სილამაზის და კეთილდღეობის ნიშნად. სრული აღნაგობა აქ ნორმალურად და ლამაზად ითვლება.ამას ისიც ადასტურებს, რომ გამოკითხულთა 75% თავისი ფორმებით კმაყოფილია და მოსწონს.


1.ბრაზილია

imageბრაზილიელი ქალების აღნაგობაში მათი საჯდომი ნამდვილად გამორჩეულია.იმისთვის, რომ სხეულის ეს ნაწილი უფრო გამოკვეთონ, ქალები ზედმეტ კილოგრამებზეც არ ამბობენ უარს, მაგრამ ეს სულაც არ ანაღვლებთ და მამაკაცებიც მხოლოდ მიესალმებიან მათ ზედმეტ კილოგრამებს.


2
822
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
822
  
2019, 17 ოქტომბერი, 23:20
გსურთ იპოვოთ ქალი ერთი ღამით? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება --- www.Bredhot.Com
2019, 16 ოქტომბერი, 14:47
არა მგონია ბრაზილიაში ზედმეტი წონა სილამაზედ ითვლებოდეს.
0 1 2