x
მეტი
  • 06.12.2019
  • სტატია:97150
  • ვიდეო:344010
  • სურათი:459129
ისტორია ფერებით
ისტორია ფერებით


ავთანდილ ვაშაძემ დაიწყო ახალი პროექტი "ისტორია ფერებით", რომელიც გულისხმობს საქართველოს ისტორიული შავ-თეთრი ფოტოებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას და გაფერადებას. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:


1. ტერენტი გრანელი (1897-1934) - ნამდვილი სახელი ტერენტი კვირკველია. დიდი ქართველი (მეგრელი) პოეტი.


ისტორია ფერებით




2. ივანე მაჩაბელი (1854-1898) - ქართველი (ქართლელი) მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე. რვა წლის ასაკში უკვე კითხულობდა ვეფხისტყაოსანს, ვისრამიანს, ბარამიანს, დავრიშიანს და ჟურნალ "ცისკრის" ნომრებს.


ივანე მაჩაბელი




3) ნიკო ნიკოლაძე (1843-1928) - ქართველი (იმერელი) პუბლიცისტი, კრიტიკოსი, რევოლუციონერ-დემოკრატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სამოციანელთა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი და ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი.


ნიკო ნიკოლაძე




4) ნიკო ლორთქიფანიძე (1880-1944) - ქართველი (იმერელი) მწერალი.


ნიკო ლორთქიფანიძე




5) მარიამ (მარო) მაყაშვილი (1902-1921) - საქართველოს ეროვნული გმირი. მოწყალების დად წავიდა 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართული ჯარის დასახმარებლად და 19 თებერვალს გარდაიცვალა წითელი რუსის მიერ ნასროლი ხელყუმბარის ნამსხვრევით, რომელიც კეფაში მოხვდა.


მარო მაყაშვილი




6) კონსტანტინე (1893-1975) და ზვიად (1939-1993) გამსახურდიები - დიდი კოლხები.


კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიები



7) მირზა გელოვანი (1917-1944) - ქართველი (თიანეთში დაბადებული სვანი) პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.


მირზა გელოვანი




8) ლადო ასათიანი (1917-1943) - ქართველი (ქუთაისში დაბადებული სვანი) პოეტი.


ლადო ასათიანი




9) ელენე დარიანი (1897-1979) - ნამდვილი სახელი ელენე ბაქრაძე (რაჭველი). საიდუმლოებით მოცული პოეტი ქალი.


ელენე დარიანი




10) ნატო ვაჩნაძე (თავისი გვარი ანდრონიკაშვილი) (1904-1953) - ქართველი (კახელი) მსახიობი. საბჭოთა კავშირის მეგავარსკვლავი.


ნატო ვაჩნაძე




11) ბორის პაიჭაძე (1915-1990) - ქართველი (გურული) გურული ფეხბურთელი. თავდამსხმელი. საბჭოთა კავშირის მეგავარსკვლავი და ორგზის ვიცე-ჩემპიონი (1939, 1940), ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი. მის სახელს ატარებს მთავარი და უდიდესი საფეხბურთო მოედანი საქართველოში.


ბორის პაიჭაძე




12) ილია ჭავჭავაძე (1837-1907) - ქართველი (კახელი) მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი.


ილია ჭავჭავაძე



13) ამბროსი ხელაია (1861-1927) - ნამდვილი სახელი ბესარიონ ხელაია. ქართველი (მეგრელი) სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში.


ამბროსი ხელაია



14) გუძა შელია - სრული სახელი გუძა კაზას ძე შელია. ქართველი (მეგრელი) აბრაგი. მასზე დაიწერა რომანი - დათა თუთაშხია. სწორედ გუძა შელია იყო დათა თუთაშხიას პროტოტიპი.


გუძა შელია




15) დავით სარაჯიშვილი (1848-1911) - ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, ქართველი (ქართლელი) საზოგადო მოღვაწე, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, დიდი მრეწველი და საოცარი ქველმოქმედი.


დავით სარაჯიშვილი




16) დავით კაკაბაძე (1889-1952) - ქართველი (იმერელი) ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი, პროფესორი. მან გამოიგონა უსათვალო სტერეო-აპარატი, რისთვისაც პატენტები აიღეს ამერიკიდან და ევროპის მრავალი ქვეყნიდან. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მიწურულს მუშაობდა სამგანზომილებიანი ფილმის კოცეფციაზე.


დავით კაკაბაძე




17) ვანო სარაჯიშვილი (1879-1924) - დიდი ქართველი (ქართლელი) მუსიკოსი, ქათული პროფესიული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი.


ვანო სარაჯიშვილი




18) კატო მიქელაძე (1878-1942) - ქართველი (იმერელი) ფემინისტი, საზოგადო მოღვაწე.


კატო მიქელაძე




19) ნოდარ დუმბაძე (1928-1984) - ქართველი (თბილისში დაბადებული გურული) მწერალი და სცენარისტი, სსრკ-ს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.


ნოდარ დუმბაძე




20) გიორგი მაზნიაშვილი (1870-1939) - დიდი ქართველი (ქართლელი) მხედართმთავარი, გენერალი.


გიორგი მაზნიაშვილი



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწ. II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
314
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
314
  
16 ოქტომბერი, 9:22
გადასარევია!
0 1 2