x
მეტი
  • 06.12.2019
  • სტატია:97150
  • ვიდეო:344002
  • სურათი:459131
როდემდე უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის ინტერესები? — მეუფე მელქისედეკი

image

.

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს უჭერს. ამის შესახებ ეპისკოპოსმა ჟურნალისტებს მცხეთაში ყოფნისას განუცხადა.
.
"როდემდე უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ რუსეთის ინტერესები და რატომ უნდა გავითვალისწინოთ? ისინი არ ითვალისწინებენ ჩვენსას არაფერს", — აღნიშნა ეპისკოპოსმა მელქისედეკმა.
.
მეუფე მელქისედეკმა არ ისურვა იმის დაკონკრეტება, ახლა საქართველო ითვალისწინებს თუ არა რუსეთის ინტერესებს და აღნიშნა, რომ ზოგადად თქვა. რაც შეეხება სინოდის პოზიციას, ეპისკოპოსი ამბობს, რომ სინოდის სხდომა ჯერ არ ჩატარებულა.
.
12 ოქტომბერს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, საგანგებო სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. სინოდის სხდომაზე საბერძნეთის ეკლესიის პატრიარქმა, არქიეპისკოპოსმა იერონიმმა წარადგინა პრეზენტაცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ, რის შემდეგაც გადაწყვეტილება კენჭისყრით მიიღეს.
.
6 იანვარს სტამბოლში წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ტომოსი ანუ ბრძანება გადასცა. ამით, უკრაინის ეკლესია ოფიციალურად გამოეყო რუსეთის ეკლესიას და ფორმალურად გაფორმდა ოქტომბერში მიღწეული შეთანხმება, ავტოკეფალიის მინიჭებაზე. პასუხად რუსეთის საპატრიარქომ განაცხადა, რომ მსოფლიო პატრიარქს ლოცვებში აღარ მოიხსენიებს.
კიევის პატრიარქმა, ფილარეტმა ჯერ კიდევ სექტემბერში, ავტოკეფალიის მინიჭებაზე შეთანხმების მიღწევამდე განაცხადა, რომ საქართველოს მხარდაჭერას ელოდება. "საქართველოს ეკლესიას უნდა ახსოვდეს თავისი ისტორია", — აღნიშნა მან.
თუმცა, საქართველოს საპატრიარქომ პოზიციის დაფიქსირებას თავის შეკავება არჩია. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მხარის ოფიციალურ და საბოლოო პოზიციას ელოდებოდა. მაშინ პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, რომ საკითხზე სინოდის სხდომაზე იმსჯელებდნენ. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ოკუპაციის პირობებში კონსტანტინოპოლის ეკლესიის უპირობო მხარდაჭერა არასწორი იქნებოდა.
ავტოკეფალიის საკითხზე იშვიათად საუბრობდა თავად პატრიარქი ილია მეორეც. ერთ-ერთი ქადაგებისას მან იმედი გამოთქვა, რომ კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქები გამონახავდნენ საერთო ენას და "მწუხარება სიხარულად გარდაიქცეოდა".
მას შემდეგ რაც უკრაინის ავტოკეფალია ოფიციალურად გამოფრმდა, ახალქალაქისა და კუმორდის მიტროპოლიტმა აღიარების პროცესის გაწელვის მიზეზად ის დაასახელა, რომ ტომოსი არ წაუკითხავთ.
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა ერთ-ერთ ინტერვიუში იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც საქართველოს ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში ელოდებოდა. საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს, რომ ილარიონის განცხადება ორაზროვანია და მუქარის შინაარსი აქვს. მათი თქმით, ცდილობდნენ გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით არ მიეღოთ.
20 თებერვალს ილია მეორე უკრაინის ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელს, ბორისპოლისა და ბროვარსკის მიტროპოლიტ ანტონს და მის თანმხლებ პირებს შეხვდნენ. როგორც საპატრიარქო განაცხადეს, ეს არაფორმალური შეხვედრა იყო და მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია გააცნეს.
1
149
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
149
  
15 ოქტომბერი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1