x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ჯინსის კაბის 8 ყველაზე მოდური სტილი ჯინსის მოყვარულებს
დამეთანხმებით იმაში, რომ ჯინსი ერთ-ერთი იმ ქსოვილთაგანია, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან, თუმცა იმაშიც დამეთანხმებით, რომ სტილი განახლებას ყოველთვის საჭიროებს.


image



ჰოდა, ვისაც გიყვართ ჯინსები და ხშირად მოიხმართ მის ბოლოკაბებს, დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 8 ყველაზე მოდურ ვარიანტს და ასევე მოდის ექსპერტების განმარტებას, თუ რომელი სად უნდა ჩავიცვათ.



1. პაემანზე.


image


ჯინსის ქვედა, შავი ფერის მხრებ მოშიშვლებული მაისური, ქუდი, პატარა ჩანთა, იდეალური კომბინაციაა რომანტიკული ურთიერთობების დროს, თუ ამინდიც მზიანია და წყვილი პარკში მიდის სასეირნოდ.






2. სამსახურში.

image


ჯინსის ბოლოთი სამსახურშიც შეგიძლიათ წასვლა, ოღონდ მისი სიგრძე აუცილებლად უნდა იყოს მუხლზე, ან ოდნავ ქვევით. თეთრი რუშებიანი პერანგი, ფეხსაცმელი პატარა ქუსლზე და კლასიკური პიჯაკი, იდეალური კომბინაციაა საქმიანი ქალბატონის იმიჯისთვის.






3. მოგზაურობა.

image


ჯინსის მოკლე კაბა, ყელზე მოდებული ტილოს მასალის მაისური, რომელიც ზურგზე იქნება ამოღებული, ასევე მსუბუქი ესპადრელები და ქუდი, ზაფხულის ცხელ დღეს კომფორტულად და ლამაზად გამოგზაურებთ.






4. დაქალებთან შეკრებაზე.

image


სწორედ ასე, როგორც ამ ფოტოზე გამოიყურება მშვენიერი ქალბატონი, კარგი კომბინაციაა დაქალებთან შეხვედრაზე წასასვლელად - ჯინსის პერანგი, ჯინსის კაბა, კლასიკური ჩანთა და ფეხსაცმელი და სათვალე. უმჯობესია, თუ პერანგი იქნება თხელი და რბილი ჯინსის ქსოვილის, კაბა კი პირიქით, სქელი და უხეში ჯინსის.






5. მშობლებთან სტუმრად.

image


მშობლებთან სტუმრად წასვლას თუ გადაწყვეტთ, უმჯობესია თუ ჯინსის კაბასთან შეარჩევთ ზოლიან პერანგს და ბეჟი ფერის კლასიკურ ფეხსაცმელს. ასე კომფორტულად და ქალურად იგრძნობთ თავს. პრინციპში, მსგავსი სტილი სამსახურსა და შოპინგზე წასასვლელადაც გამოგადგებათ.






6. გრილი ამინდებისთვის.

image


ჯინსის კაბა, თხელი გრძელი ქურთუკი ან პალტო, თხელი სვიტერი და ნახევრად კლასიკური ფეხსაცმელი, იდეალური კომბინაციაა. კარგი იქნება ბეწვის ჩანთა, მაგრამ თუ არ მოგწონთ ბეწვი, მაშინ შეგიძლიათ ის ხავერდის ქსოვილით ჩაანაცვლოთ.






7. შემოქმედებითი წვეულება ღია ცის ქვეშ.

image


მრავალი სტილის დეტალის გათვალისწინებით, ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ ოთხი ფერის კომბინაციას - თეთრი, წითელი, ლურჯი და შავი. აქ ყველაფერი მნიშვნელოვანია: ყელსაბამი, ნათელი ქამარი და სათვალეები თეთრი ჩარჩოთი.






8. წვეულებაზე.

image


შთამბეჭდავი, ოდნავ მკაფიო სტილი, წვეულებაზე ნამდვილად გამოგარჩევთ. დახეული ჯინსის კაბა, თეთრი მაისური გარკვეული პრონტით და წითელი ან მუქი ატმისფერი ქუსლიანი ფეხსაცმელი, საღამოზე შეუმჩნეველს ნამდვილად არ დაგტოვებთ.






0
257
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0