x
მეტი
  • 18.11.2019
  • სტატია:96647
  • ვიდეო:343683
  • სურათი:458538
ბრინჯაოს ხანა საქართველოში
imageხეთა-მიტანის სამეფოების ხანაში კავკასიის მიწა-წყალი ხეთურ-სუბარული მოდგმის მოსახლეობას უჭირავს. ეს მოსახლეობა თავისი იარაღისათვის ძირითადად უკვე ბრინჯაოს ხმარობდა. ამ მოდგმის უმთავრესი კულტურული ცენტრები სამხრეთით მდებარეობდა. საქართველოს ტერიტორიაზე კულტურა ვითარდებოდა ძალიან სწრაფად და თვალსაჩინო ხდება უკვე მეორე ათასწლეულის დამლევს, ძვ წ აღრიცხვით.
ჩვენი იმდროინდელი კულტურის შესახებ ჩვენ არქეოლოგიური მასალის საშუალებით ვსწავლობთ.

image

თრიალეთში, 1936-1939 წლების გათხრების დროს, გახსნილ იქნა სხვადასხვა დროის მრავალი სამარხი. მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებოა ყორღანული (ამობორცვილი) სამარხები მეორე ათასწლეულის უკანასკნელი საუკუნეებისა, ძვ.წ . ამ საფლავებში (ზოგჯერ 100-175 კვ მეტრის ფართობისა) იმდროინდელი წარჩინებული ხალხია დაკრძალული, შესაძლოა მთავრები და მათი ოჯახის წევრები. ერთ სამარეში აღმოჩნდა ოთხთვლიანი ხის ეტლი, რომლითაც ჩანს მიცვალებულის ნეშტი იყო საფლავში ჩასვენებული. აგრეთვე იყო უძვირფასესი ნივთები : ოქრო, ვერცხლის და ბრინჯაოს ჭურჭელი, იარაღი და სამკაული, თიხის მოხატული ჭურჭელი და სხვა. ეს ნივთები ხელოვნების და ხელოსნობის განსაცვიფრებელი ძეგლებია.

image


პირველი ათასწლეულის დასაწყის საუკუნეებში, ძვ. წ. საქართველოს ტერიტორიაზე კულტურის ორი წრე ჩამოყალიბდა - დასავლური და აღმოსავლური. ეს ბრინჯაოს კულტურა იყო, იარაღის მასალად აქ უპირატესად ბრინჯაო იხმარებოდა.
დასავლური კულტურის წრე შეიცავდა მთელს დასავლეთ საქართველოს, ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთს მდ. თერგის დასავლეთით, მდ, ჭოროხის ხეობასა და შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროსაც. ეს ის ტერიტორიაა, რომელიც შემდეგში კოლხეთად იწოდებოდა.
ეს ძველი კოხლური ბრინჯაოს კულტურა განვითარების მაღალ დონეზე იდგა, ნაპოვნია იმდროინდელი სასოფლო სამეურნეო იარაღები: თოხი, წალდი, ნამგალი და სხვა.

image

აღმოსავლური კულტურის წრე შეიცავდა აღმოსავლეთ საქართველოს ალაზნის გაღმა მხარით, სევანის ტბის მხარესა და არაქსის ხეობაშიაც ჩადიოდა.
დღევანდელი ქართლი, ჩანს, მაშინაც ისეთი ცენტრალური თემი იყო, სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა და საკუთარ გამოცდილებებს უზიარებდნენ.


აღმოსავლური კულტურისთვის ნიშანდობლივია წვერკვეთილი მახვილები, ბრტყელი ისრის პირები, გრძელი შუბის პირები. აგრეთვე ფარი, ხოლო მაშინდელი მშვილიდ კაცზე უფრო მაღალიც ყოფილა.
როგორც აღმოსავლეთ, ისევე დასავლეთ საქართველოს ბრინჯაოს ხანსი სამარხებში დიდი რაოდენობით გვხდვდება სხვადასხვა სამკაულები: ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები, მძივები, ბალთები.

imageმუსიკალური ინსტრუმენტებიდან სამთავროში ნაპოვნია ძვლის სალამური.
იმ ხანაში მოსახლეობა მიწათმოქმედებას მისდევდა. მოყავდა: ხორბალი, ქერი, ფეტვი. მისდევდნენ აგრეთვე მევენახეობასაც. განვითარებული იყო მესაქონლეობა, ხოლო შინაური პირუტყვი ყავდათ: ცხვარი, ძროხა, ღორი, ცხენი, ძაღლი.
ხმარობდნენ ოთხთვალა და ორთვალა ეტლებსა და ურმებს. ორთვალა ეტლი, რომელშიაც ცხენს უბამდნენ, საომარი საშუალება იყო.
განვითარებული იყო ხელოვნებაც. თითქმის ყველა ნივთს ალამაზებდნენ, რთავდნენ ჩუქურთმებით, გამოსახულებებით.

image

ხუროთმოძღვრების ყველაზე ძველი ძეგლები ჩვენს ქვეყანაში მეგალითებია. "მეგალითი" ბერძნული სიტყვაა და "დიდ ქვას" ნიშნავს. ასეთი ძეგლები დიდი ლოდებისგან არის აგებული. აღმოსავლეთ საქართველოში ბლომად მოიპოვება მეგალითური ციხე-დარბაზები, ნაქალაქარები, დოლმენები (ჩვეულებრივად ხუთი ლოდისგან გაკეთებული "ბინაა" მეტწილად მიცვალებულთათვის; გვხვდება აფხაზეთში).
ეს მეგალითები ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ძეგლები უნდა იყოს. იმ დროს ჩვენს წინაპრებს აღებ-მიცემა უწარმოებიათ შორეულ მხარეებთან- ხმელთაშუა ზღვის, მცირე აზიის, მესოპოტამიის ქვეყნებთან და ეგვიპტელებთანაც. იმ დროს უკვე გამოირჩეოდა მდიდარი და ღარიბი. ჰყავდათ მონებიც და არსებობდა მთავრებიც.
მაგრამ სიმდიდრე და სიღარიბე, დიდკაცობა და სიბეჩავე-უუფლებობა განსაკუთრებით გაძლიერდა და გავრცელდა მას შემდეგ, რაც რკინა გაჩნდა.

1
47
შეფასება არ არის
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
47
  
15 ოქტომბერი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1