x
მეტი
  • 15.11.2019
  • სტატია:96580
  • ვიდეო:343680
  • სურათი:458451
"მშვიდობის წყარო" - გაკვეთილი პატარა ქვეყნებისთვის, ანუ რა უნდა ისწავლოს საქართველომ?

image

"ჩვენ არ გვყავს მარადიული მეგობრები და ჩვენ არ გვყავს სამუდამო მტრები. მუდმივი და სამუდამო არის ჩვენი ინტერესები, მათი განხორციელება კი ჩვენი მოვალეობა", - ჰენრი ჯონ ტემპლის (1784 - 1865) ეს ციტატა ისტორიას შემორჩა და მეხსიერებაში სხვადასხვა ფორმით ჩაიბეჭდა, თუმცა ფაქტია, პოლიტიკის არსს ეს სიტყვები ყველაზე კარგად აღწერს. ეს სიტყვები ავტორს საკუთარმა გამოცდილებამ ათქმევინა. სხვადასხვა დროს ის იყო ინგლისის პრემიერ მინისტრი, შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრი.

ამ სიტყვების ნამდვილობა ძალიან კარგად
გამოჩნდა თურქეთის მიერ სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის ფონზე. გახდება თუ არა ეს ოპერაცია "მშვიდობის წყარო" ძნელი სათქმელია, თუმცა ოპერაციამ კარგად დაგვანახა, თუ ვის როგორი ინტერესები აქვს რეგიონსა და სირიაში.

მთავარი შეკითხვა ახლა არის შემდეგი - მაინც რატომ დაიწყო შეერთებულმა შტატებმა ჯარების ასე ერთბაშად გაყვანა სირიიდან?
რატომ არ ჰქონდა რუსეთს მკაცრი რეაქცია თურქეთის ნაბიჯებზე?

ჩემი აზრით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ დაწყებული ოპერაცია კარგი საშუალება აღმოჩნდა დონალდ ტრამპისთვის, რომ სირიიდან ჯარები გაეყვანა და ამით შეექმნა ილუზია, რომ წინასაარჩევნო დაპირება ნაწილობრივ მაინც შეასრულა (გავიხსენოთ, რომ ავღანეთში თალიბანთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, რაც ამძაფრებს დაპირების შესრულების რეალობას).

სირიის ხელისუფლებისა და მასთან ერთად რუსეთისთვის ეს იყო შანსი, რომ იმ ტერიტორიებზე, რომელთაც ადრე ამერიკული მხარე აკონტროლებდა, თავად აღედგინა კონტროლი. ასეც მოხდა. ქურთულმა დაჯგუფებებმა დამასკოსთან შეთანხმებას მიაღწიეს და სირიის არმიამ თურქეთის საზღვართან დაიწყო განლაგება.

თურქეთის ინტერესებს აქ აღარ ჩავუღრმავდებით - ბოლო თვეების განმავლობაში ერდოღანი და თურქეთის პოლიტიკური ელიტა აქტიურად საუბრობდა სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხოების ზონის შექმნის აუცილებლობაზე, სადაც სირიელ დევნილებს გაანაწილებდა.
თუმცა ყველაზე უარეს მდგომარეობაში ახლა ქურთული დაჯგუფებები აღმოჩნდნენ - "ზურგში დანის ჩარტყმა" - ასე უწოდეს მათ ამერიკული მხარის მიერ ჯარების გაყვანას. იხილეთ ვრცლად
2
322
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
322
  
16 ოქტომბერი, 23:10
სამწუხარეოდ, რეალისტური, შესაბამისი კარიკატურაა...

ახალი და განსაცვიფრებელი არაფერი არ ხდება როგორც ყოველთვის „დიდი ქვეყნები“ თამაშობენ. დასავლეთი საბოლოოდ თურქეთს ბოლოს აქეთ დაეხმარებია ამ „ოპერაციის“ განხორციელებაში („დასრულებაში“). არავინ არავის არ დასჯის არც ეს სანქციები მუშაობს (სანქციებით თითქოს ეხმარებიან ქვეყნებს ეკონომიკის დივერსიფიცირება მოახდინონ და საბოლოოდ უფრო გაძლიერდნენ)...

ჩვენთვის კი უარესია, რადგან თურქეთი უკვე აშკარა მოძალადე ხდება. აქამდე თუ სიტყვით იმუქრებოდა ეხლა ქმედებასაც აღარ დაერიდება.

მოვეშვათ ყველანაირ სისულელეს და ძლიერი („გასამხედროებული“) ქვეყანა უნდა ავაშენოთ.

ტემპლის გამოთქმას რაც შეეხება კი უდაოდ ჭკვიანური იყო, მაგრამ ეხლა სამწუხაროდ არც ინტერესები არ არის მუდმივი და ხშირად არც ამ ინტერესების ვალდებულება გვაქვს გათავისებული...
15 ოქტომბერი, 22:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2