x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გემრიელი პაშტეტები საკუთარი ხელით
პაშტეტი საუზმის და წახემსების დროს იდეალური კერძია, ასევე ფურშეტის საღამოებისთვისაც გამოდგება. მისი მომზადება დიდ დროს არ მოითხოვს, შედეგი კი ყოველთვის გვახარებს. ტოსტთან, კრეკერთან ერთად სრულყოფილი საუზმე იქნება.


პაშტეტი შებოლილი კალმახით

image

ინგრედიენტები:


250 გრ შებოლილი კალმახი

100 გრ კალმახი

100 მლ 33-35%-იანი ნაღები

2-3 ს/კ ლიმონის წვენი

0, 5 ლიმონის ცედრა

1-2 ს/კ ახალი კამა

რამდენიმე მწიკვი კაიენის წიწაკა

2 კბილი ნიორი


მომზადება:

1. კარაქი დაბალ ცეცხლზე გაადნეთ, არ აადუთოთ და თეთრი ქაფი მოხადეთ. ცალკე ჭიქაში 4 ს/კ ზეთი ჩაასხით. დარჩენილი ზეთი გახეხილ ნიორს, ლიმონის ცედრა დაუმატეთ და დაბალ ცეცხლზე 2-3 წუთით შეწვით.


2. კალმახი გაასუფთავეთ, ტყავი და ძვალი მოაშორეთ. გარჩეული თევზი სურნელოვან კარაქს, წვრილად დაჭრილ კამას, წიწაკას, ლიმონის წვენს დაუმატეთ - ყველაფერი ჩანგლით აურიეთ. შემდეგ ათქვეფილი ნაღები დაუმატეთ და კიდევ ერთხელ აურიეთ.


3. პაშტეტი ფორმებში გადაიტანეთ და მაცივარში ნახევარი საათით შეინახეთ. შემდეგ პაშტეტს ზემოდან თავიდან ცალკე გამდნარი კარაქი დაუმატეთ და კვლავ მაცივარში შედგით. შენახვის ვადა - 3 დღე.


სოკოს პაშტეტი კაკლით

image

ინგრედიენტები:

350 გრ ქამა სოკო

50 გრ შემწვარი თხილი

1 ხახვი

1 ს/კ მწვანილი (ოხრახუში ან ქინძი)

2 ს/კ კარაქი

1 ს/კ მცენარეული ზეთი

მარილი გემოვნებით

შავი წიწაკა დაფქული - გემოვნებით


მომზადება:

1. შემწვარი თხილი დააბლენდერეთ. პატარა ქვაბში 1 ს/კ კარაქი გაადნეთ და ხახვი ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.


2. დიდ ტაფაზე 1 ს/კ კარაქი და 1 ს/კ მცენარეული ზეთი გაახურეთ, ქამა სოკო სითხის სრულ გაქრობამდე შეწვით.


3. ხახვი და სოკო ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. კაკალი, დაჭრილი მწვანილი, მარილი, წიწაკა დაუმატეთ და ყველაფერი აურიეთ.


4. პაშტეტი ფორმებში გადაიტანეთ, მაცივარში რამდენიმე საათით გააგრილეთ და ტოსტთან ერთად მიირთვით.


პაშტეტი-რულეტი ქათმის ღვიძლისგან

image

ინგრედიენტები:

900 გრ ქათმის ღვიძლი

1 სტაფილო

1 ხახვი

1 ჭიქა რძე

200 გრ კარაქი

მარილი გემოვნებით

შავი წიწაკა გემოვნებით


მომზადება:

1. ქათმის ღვიძლი გარეცხეთ და საცხობ ფორმაში გადაიტანეთ. სტაფილო რგოლებად, ხახვი კუბებად დაჭრით და ღვიძლს დაუმატეთ. რძე დაასხით, თავსახური ან ფოლგა დაახურეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1 საათით აცხვეთ.


2. გამომცხვარი ღვიძლი და ბოსტნეული ოდნავ გააგრილეთ და მიღებული სითხის გარეშე ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ და დააბლენდერეთ. ღვიძლს 50 გრ დარბილებული კარაქი, მარილი, წიწაკა დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. გემო გასინჯეთ, თუ საჭიროა, მარილი კიდევ დაამატეთ.


3. საკვებ ცელოფანზე ნახევარი პაშტეტი მოათავსეთ, მართკუთხედად გაათანაბეთ, ზემოდან დარბილებული კარაქის თხელი ფენა წაუსვით და ცელოფნის დახმარებით რულეტი დაახვიეთ. დარჩენილ პაშტეტზეც ასე გააკეთეთ. მაცივარში რამდენიმე საათით შეინახეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ.


პაშტეტი ძროხის ხორცით და შავქლიავით

image

ინგრედიენტები:

400 გრ ძროხის ხორცი

50 გრ მდნარი ხაჭოს ყველი

50 გრ მყარი ყველი

35 გრ კარაქი

4-5 ს/კ 20%-იანი ნაღები

1 ხახვი

15 ცალი შავქლიავი

200 მლ ძროხის ბულიონი

5 გრ ჟელატინი სწრაფი მომზადების

მარილი გემოვნებით

შავი წიწაკა გემოვნებით


მომზადება:

1. ძროხის ხორცს ცივი წყალი დაასხით და მომზადებამდე მოხარშეთ. ხორცი ბულიონიდან ამოიღეთ, ოდნავ გააგრილეთ. კარაქი გაადნეთ და დაჭრილი ხახვი შეწვით.


2. დაჭრილი ხორცი, კარაქი, გახეხილი ყველი, შემწვარი ხახვი, ნაღები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. პაშტეტი დაამარილეთ და წიწაკა მოაყარეთ.


3. თბილი ბულიონი და ჟელატინი სრულ გახსნამდე დაბალ ცეცხლზე აურიეთ. არ აადუღოთ.


4. ხორციანი პაშტეტი ფორმებში გადაანაწილეთ, ზემოდან შავქლიავი მოაყარეთ, ბულიონი დაასხით და მაცივარში სრულ გაგრილებამდე შეინახეთ.


ყველიანი ბურთები

image

ინგრედიენტები:

220 გრ მდნარი ხაჭოს ყველი

150 გრ მყარი ყველი

15 გრ ხახვი

1 მსხალი

მარილი გემოვნებით

წიწაკა გემოვნებით

50 გრ კაკალი


მომზადება:

1. მდნარი ხაჭოს ყველი, გახეხილი მყარი ყველი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, მსხალი აურიეთ. მარილი და თეთრი წიწაკა მოაყარეთ.


2. ყველიანი მასიდან ბურთები გააკეთეთ, საკვებ ცელოფანში შეახვიეთ და რამდენიმე საათით მაცივარში შეინახეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

გასაოცარი წიწიბურა ახლებურად - ასე გემრიელად ჯერ კიდევ არ მოგიმზადებიათ

image

ცხელი ლავაშის რულეტი კარტოფილით და სოკოთი: წასახემსებელი, რომელსაც ყველაზე მეტად აქებენ

image

სკუმბრია ბოთლში, ლამაზი, ცხიმიანი..თევზი მაღაზიაში ნაყიდს არაფრით ჩამოუვარდება

image

ფოლგაში მომზადებული ძეხვი წარმოუდგენლად გემრიელია და მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს

image

ყველაზე გემრიელი სოკოს ნაღების წვნიანი - ზუსტი რეცეპტი

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
234
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
234