x
image
Yoona
Mediator image
ზოდიაქოს ნიშნების ბნელი სტიქია
პიროვნების ბნელი მხარე ეს ის განსაკუთრებულობაა, რომლის აღიარებაც ჩვენ არ გვსურს. მიუხედავად იმისა, რომ ბნელი მხარე რაღაც ნეგატიურად აღიქმება, მაგრამ ასე არაა. უფრო მეტად ესაა, რასაც სისუსტედ თვლით, ანუ მისი დამალვა გსურთ ან საკუთარ თავსაც კი არ უტყდებით.

ზოგი თავის დარდს, სიზარმაცეს ან სიმკაცრეს მალავს, ხოლო ზოგი თავის შინაგან ძალას, დამოუკიდებლობას ან მაღალ მგრძნობელობას.

რომელ ბნელ მხარეს მალავენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები?


ვერძი და მორიელი - ბიწიერება

image


მიდრეკილება რომ სხვას უკანონო გზით ბოროტება და ტანჯვა მიანიჭოს. ეს ნიშნები წესებს გვერდს უვლიან და იმედოვნებენ, რომ სასჯელს თავიდან აიცილებენ.

ორივე ზოდიაქოს ნიშანი დიდ ენერგიას ფლობენ და ძალიან შრომისმოყვარეები არიან, მათ შეუძლიათ ყველაფერი გააფუჭონ, თუ თავიანთ დამანგრეველი ქცევის გაკონტროლებას ვერ შეძლებენ.

თუ ენერგიას სხვების საკეთილდღეოდ მიმართავენ, გარემოს დიდ სარგებელს მოუტანენ.


კურო და სასწორი - სიცარიელე

image

სიცარიელე თავისი არსით ნიშნავს „არაფერს“, რაც ამ ზოდიაქოს ნიშნებზე ბევრს ამბობს.

ამ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლები მთელი ძალით ცდილობენ, რომ თავი სრულყოფილად იგრძნონ.

ცხოვრების დიდ ნაწილს საკუთარი თავის და ნამდვილი ბედნიერების ძიებაში ატარებენ. დროს და ფულს ზედაპირულ და უსარგებლო ნივთებში ხარჯავენ, რომ სიცარიელე ამოავსონ.

მათ თავიანთი ღირებულება უნდა გააცნობიერონ და საკუთარი თავი შეიყვარონ.


ტყუპები და ქალწული - ქაოსი

image

ქაოსი სრული დაბნეულობის მდგომარეობაა, რასაც ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი ცხოვრებაში ყველაზე ხშირად განიცდის.

ეს ნიშნები მუდმივად იმის გაგებას ცდილობენ, თუ სად არიან და სად უნდა იყვნენ, რის გამოც ხშირად სხვების უკან რჩებიან.

მათ სულიერი სიმშვიდის მოპოვება და შინაგანი შფოთვის დამშვიდება ყველაზე მეტად უჭირთ. წონასწორობის შენარჩუნებით ისინი დიად მიზნებს მიაღწევენ.


კირჩხიბი და ლომი - სიბნელე

image

ზოდიაქოს ეს ნიშნები არა მხოლოდ სინათლეს ასხივებენ, არამედ შეუძლიათ სრულ სიბნელეში ჩაიძირონ. ზოგჯერ საკუთარ ნეგატიურ მხარეს ძლიერ კვებავენ და კარგის დანახვაზე უარს ამბობენ.

თუმცა ყველა წესიდან არის გამონაკლისი. ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლები ზოგჯერ იმას აკეთებენ, რაც არ უნდა გააკეთონ (და მათ ამის შესახებ იციან).

მათ უნდა ახსოვდეთ, რომ შეცდომას ყველა ადამიანი უშვებს და მთავარია, მისი გამეორების თავიდან აცილება სცადოთ და საკუთარ თავს აპატიოთ.


მშვილდოსანი და თევზები - თავდავიწყება

image

ამ მდგომარეობაში ადამიანს იმის გაცნობიერება უჭირს, თუ რა ხდება ირგვლივ. ეს ძლიერი ნიშნები ვერ იტანენ, როცა მათ აკავებენ და ქვემოთ ექაჩებიან.

პრობლემების დროს მათ რეალობიდან გაქცევა ახასიათებთ და საკუთარ, ილუზიურ სამყაროს ქმნიან.


თხის რქა და მერწყული - ცოდვა

image

ორივე ეს ზოდიაქოს ნიშანი სამყაროს საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და ხშირად ეს მათთვის დიდ უბედურებად იქცევა.

მიზნის მისაღწევად ნებისმიერი მოქმედებისთვის მზად არიან. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ სხვების გრძნობებზე თამაში არ ღირს და რომ მათმა მოქმედებამ შეიძლება ახლობლებს ტკივილი მიაყენოს.

საკუთარ ბნელ მხარეს რაც უფრო უკეთ გააცნობიერენ, მით უფრო სრულყოფილები გახდებიან.


ასევე დაგაინტერესებთ:

იცით, რომ მორიელი ყველაზე მნიშვნელოვანი ზოდიაქოს ნიშანია? ამას 7 მიზეზი აქვს

image

უფრო მტკიცე, ვიდრე ფოლადი და გრანიტი: 3 ზოდიაქოს ნიშანი შინაგანი ბირთვით, რომელთა გატეხა შეუძლებელია

image

რომელი სიტყვა უყვარს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

image

14 რამ, რის გამოც კურო საუკეთესო ზოდიაქოს ნიშანია. კურო ყველას გვჭირდება

image

როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
344
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
344