x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
" უამრავი ადამიანი გახალისდა თბილისის ქუჩებში მძიმედ აღჭურვილი რომაელი ლეგიონერის დანახვით"- GIPA-ს ლექტორის მოულოდნელი გარდასახვა ლექციაზე

image(გაზეთი "ბათუმელები", 09.10.2019)

ნიკა ხოფერია, რომელიც გახლავთ ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი ისტორიის მიმართულებით, GIPA-ში (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე საქართველოს ისტორიის კურსს უძღვება. მას სადისერტაციო ნაშრომად არჩეული აქვს "გვიანანტიკური სამხედრო საქმე და ლაზიკის ომი"და როგორც თვითონ აცხადებს, "რომის ისტორია მისი ერთ-ერთი სისუსტეა". ლექციაზე, რომელიც ეთმობოდა პომპეუსის იბერიულ ლაშქრობებს, რომაელების აღმოსავლეთით ექსპანსიას, ნიკა ხოფერიამ გადაწყვიტა, სტუდენტებისათვის გაემარტივებინა საკითხის ათვისების პროცესი, სტუდენტებისათვის უფრო ნათლად დაესახა პრობლემა, გაეცოცხლებინა ეპოქა და თვითონ გარდაისახა სასწავლო თვალსაჩინოებად - იგი სტუდენტებს რომაელ ლეგიონერად მოევლინა.

image

GIPA-ს ლექტორი სწავლებაში ასეთი იმპროვიზაციის გამოყენებას ლექციაზე ვიზუალიზაციის, დამატებითი ღონისძიებების, თვალსაჩინოებების აუცილებლობითა და მაღალი ეფექტიანობით ხსნის:

"შესაძლებლობის ფარგლებში აუცილებელია ვიზუალური მასალა, დოკუმენტური ფილმები, გარკვეული ისტორიული ნივთების რეალური ასლები და ა.შ. ამის შესაძლებლობა, ბუნებრივია, ყოველთვის არ გვეძლევა ლექტორებს, მაგრამ როცა ჩემთვის ხელმისაწვდომია, ვცდილობ, სალექციო პროცესში გამოვიყენო.

ამჯერად ჩვენ რომის იმპერიის აღმოსავლეთში გამოჩენას და კავკასიისადმი მათ ინტერესსა და ლაშქრობებს შევეხეთ.შესაბამისად, ვეცადე, რომაელი ლეგიონერის იმ დროის მსოფლიოს საუკეთესო მეომრის აღჭურვილობა, ტაქტიკური უპირატესობა კარგად მეჩვენებინა.. ამას სხვადასხვა ფილმის ეპიზოდები, რუკები და სხვა მასალა დავუმატე და საბოლოოდ, ვფიქრობ, საინტერესო ლექცია მივიღეთ.. სტუდენტებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და ამის დამალვა არც უცდიათ.

image

ამას გარდა, ინსტიტუტში მისვლამდეც უამრავი ადამიანი გახალისდა თბილისის ქუჩებში მძიმედ აღჭურვილი რომაელი ლეგიონერის დანახვით"

(წყარო: გაზეთი "ბათუმელები", 09.10.2019, "ლექციაზე GIPA-ს ლექტორი რომაელი მეომრის აღჭურვილობით მივიდა", სტატიის ავტორი: ლელა დუმბაძე).

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:ლუდმილა 1988
ლუდმილა 1988
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0