x
მეტი
  • 14.11.2019
  • სტატია:96538
  • ვიდეო:343672
  • სურათი:458440
11 ძალიან პოპულარული ადამიანი, რომელთა შესახებ გსმენიათ, თუმცა სახეზე არ გინახავთ
image

ძნელია მოძებნოთ ადამიანი, რომელსაც ქვემოთ ჩამოთვლილი ბრენდების შესახებ არაფერი სმენია. თუმცა ძალიან ცოტას თუ უნახავს მათი შემოქმედნი სახეზე.


image

სურათზე ლეგენდარული ბრენდის - არმანის შემქმნელი ჯორჯო არმანია გამოსახული. იგი ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახლავთ იტალიაში. პატარა იტალიურ ქალაში -Piacenza-ში დაბადებული არმანი, წარმოშობით სომეხია.


მან თავისი კარიერა Nino Cerruti-ის ასისტენდად მუშაობით დაიწყო, 1974 წელს კი საკუთარი სახელით წარადგინა პირველი ხაზი.

არმანის ცხოვრების შესახებ ბევრ ფაქტს ვერ გაიგებთ, ვინაიდან იგი არცთუ ისე სოციალური პიროვნებაა. მას ბევრი მეგობარი არ ჰყავს.


image

დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა იტალიური მოდის სახლს Dolce & Gabbana-ს 1985 წლიდან ფლობენ. მათ ერთმანეთი 1980 წელს გაიცნეს.

დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდი, საქმიანობის დაწყებისას იმდენად წარუმატებელი აღმოჩნდა, რომ პარტნიორები მოდის სახლის დახურვასაც კი ფიქრობდნენ. მოგვიანებით მათ დოლჩეს ოჯახმა შეუწყო ხელი.

დღესდღეობით ბრენდი აქტიურად თანამშრომლობს შოუბიზნესის წარმომადგენლებთან და მათი მეშვეობით უამრავი საინტერესო რეკლამა იქმნება.


image

პიროვნება, რომელსაც თქვენ სურათზე ხედავთ, ინოვატორული მოდის ნამდვილი სენსაცია, ტომ ფორდი გახლავთ. იგი 1996 წელს ამერიკის დიზაინერთა საბჭომ, წლის საუკეთესო დიზაინერად აღიარა.

ფორდი დიზაინერობას სარეჟისორო საქმიანობასაც უთავსებს. იგი როგორც დიზაინერი 1980 წლიდან საქმიანობს, ხოლო რეჟისურას ხელი 2008 წელს მოჰკიდა. ფორდს არ სურს, რომ მისი ცხოვრებიდან მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატებად ქცეული კაბები დარჩეს. მისი ოცნებაა, რეალური ცხოვრებისეული გზის გავლა, რასაც შეიძლება ფილმების შექმნით მიაღწიოს.


image

ეს კი ამერიკელი დიზაინერი კაროლინა ჰერერაა. იგი კარაკასში, ვენესუელაში დაიბადა. 1970-იან წლებში ჰერერა ყველაზე გემოვნებიან ქალბატონად იქნა დასახელებული. 1980 წელს კი საკუთარი ხაზი შექმნა.


კაროლინა ჰერერა 12 წლის განმავლობაში მოსავდა ჟაკლინ კენედის საკუთარი შედევრებით. 1987 წელს კი გამოუშვა სუნამო, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.


image

1978 წელს მოდის სახლი “ვერსაჩე" დაარსდა. მისი თავდაპირველი მესაკუთრე ჯანი ვერსაჩე გახლდათ. ჯანის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ მემკვიდრეობა მის დას, დონატელას გადაეცა.

ქარიზმატულმა იტალიელმა ქალბატონმა ადვილად აუღო ალღო შემოქმედებით საქმიანობას. თუმცა, არაერთხელ გაეხვა კრიტიკის ქარცეცხლში ახალი ტენდენციების დამკვიდრების გამო.

დონატელას კარგად ესმოდა, რომ იგი ჯანის დონეს ვერასდროს მიაღწევდა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ მოეფიქრებინა რაიმე განსხვავებული და ახალი.

მის მიერ შექმნილი ტანსაცმლის ხაზი, მართლაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ჯანის ხაზისგან. დონატელას ტანსაცმელი უფრო კომფორტული და ქალურია, აკლია სიმკაცრე.


image

ნარცისო როდრიგესი დაიბადა აშშ-ში. მისი მშობლები, რომლებიც წარმოშობით კუბიდან იყვნენ, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ნარცისოს მისწრაფებას - დაემკვიდრებინა საკუთარი თავი მოდის სამყაროში.


წინააღმდეგობის მიუხედავად, ნარცისო როდრიგესი მალე ნიუ-იორკის დიზაინერული სკოლის კურსანტი გახდა. იგი თანამშრომლობდა კელვინ კლეინთან, 1997 წელს კი საკუთარი ხაზიც დააარსა.


image

ვერა ვონგის ცხოვრებაში კი ყველაფერი საკუთარი თავისთვის საქორწილო კაბის შექმნით დაიწყო. წარმოშობით ჩინელი დიზაინერი, რომელიც აშშ-ში დაიბადა, საკმაოდ წარმატებული მოციგურავე გახლდათ, თუმცა მოგვიანებით მისი კარიერა მოდის კუთხით განვითარდა. ამჟამად ვერას ტანსაცმელი კონკურსებისთვის, გამოფენებისთვის და მოციგურავეებისთვის იქმნება.


image

ძალიან ცნობილი დიზაინერი ვალენტინო კი მას შემდეგ ხატავს, რაც ფანქრის სწორად დაჭერა ისწავლა. ხატვის სიყვარულმა იგი მილანის სამხატვრო აკადემიაში მიიყვანა.

ძალიან ცნობილი დიზაინერის შემოქმედება ნამდვილი ფუფუნების საგანია. ვალენტინოს კაბებით დაქორწინდნენ ჟაკლინ კენედი, ელიზაბეტ ტეილორი, კორტნი კოქსი და ჯენიფერ ლოპესი.

2007 წელს ვალენტინოს უკანასკნელი ჩვენება მოეწყო. რის შემდეგაც დიზაინერმა საქმიანობა შეწყვიტა.

image

ეს პიროვნება კი ტომასო ტუსარდი გახლავთ, იტალიური მოდის სახლის ტუსარდის ამჟამინდელი ხელმძღვანელი. ტომასო შვეიცარიელ მსახიობ Michelle Hunziker-ზეა დაქორწინებული და ჰყავს 2 შვილი.

ბრენდი 1911 წლიდან არსებობს.


image

ტანსაცმლის ხაზის - გერი ვებერის შემქმნელი კი გერჰარდ ვებერი გახლავთ. მან საქმიანობა ძალიან პატარა ფირმიდან Hatex KG-იდან დაიწყო. თუმცა მუშათა კლასის გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარა გაყიდვების კუთხით წარმატების მიღწევაში. პატარა ფირმის შემოსავალი მნიშვნელოვნად და მისი დასახელება 1973 წელს გერი ვებერად გადაკეთდა.


image

ეს პიროვნება კი ბულგარის ხაზის ნომერი პირველი პერსონა ნიკოლა ბულგარი გახლავთ. კომპანიას, რომელიც მისმა წინაპრებმა დააფუძნეს, ამჟამად ნიკოლა და მისი ძმა პაოლო ხელმძღვანელობენ. მათი წილი საქმიანობაში 52%-ია.



1
437
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
437
  
15 ოქტომბერი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1