x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
სამგზავრო თვითმფრინავის ერთადერთი წარმატებული გატაცება საბჭოთა კავშირიდან
image


1970 წლის 15 ოქტომბერს მამა-შვილმა ბრაზინსკასებმა თურქეთში გაიტაცეს საჰაერო ხომალდი АН-24, ეს იყო პირველი ყველაზე გახმაურებული ჰაერში მომხდარი ტერორისტული აქტი და პირველი თვითმფრინავის გატაცების მცდელობა, რომელიც წარმატებით დასრულდა.


თვითმფრინავის გატაცების მცდელობები საბჭოთა კავშირში მანამდეც იყო დაფიქსირებული, თუმცა, სპეცსამსახურების ეფექტური მოქმედებების ან ეკიპაჟის გმირობის საფასურად, ისინი ჩაიშალა, ამიტომ ხელისუფლებამ ეს ფაქტები მიჩქმალა. ამჯერად შედეგი ტრაგიკული იყო.


1970 წლის 15 ოქტომბერს "Аэрофлот"-ის თვითმფრინავი Ан-24 ასრულებდა რეისს ბათუმი -სოხუმი -კრასნოდარი, ბორტზე იმყოფებოდა 46 მგზავრი.



მამა-პრანას ბრაზინსკასი (45 წლის) და მისი 13 წლის ვაჟი ალგიდრასი წინა რიგებში ისხდნენ, ორივე გადაჭრილი თოფით იყო შეიარაღებული.მალე ბორტ-გამცილებელს ბრაზინსკას უფროსმა(რომელიც სხვათა შორის ნასამართლევი იყო) აფრენიდან 10 წუთში კონვერტი გაუწოდა.

image

კონვერტში ქაღალდზე თვითმფრინავის გატაცების შესახებ ეწერა. ბორტ-გამცილებელი ნადეჟა კურჩენო იმწამსვე ეკიპაჟის კაბინისკენ გავარდა. ამ დროს, წამომხტარმა ახალგაზრდამ იარაღისა და თვითმფრინავის აფეთქების მუქარით ყველას ადგილზე დარჩენა უბრძანა. მამამისი კი კურჩენკოს დაედევნა, რომელიც მისთვის ეკიპაჟის კაბინაში შესასვლელად ხელის შეშლას ცდილობდა.


გამტაცებელმა კურჩენკოს ტყვია პირდაპირ გულში ესროლა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბრაზინსკასი უფროსმა განაგრძო სროლა, სულ ისროლა 24 ტყვია, რის შედეგადაც დაჭრა ხომალდის მეთაური გიორგი ჭახრაკია, შტურმანი ვალერი ფადეევი და ბორტმექანიკოსი ოგანეზ ბაბაიანი, ტყვია არ მოხვდა მხოლოდ მეორე პილოტს სულიკო შავიძეს, კაბინაში შევარდნილმა უფროსმა ბრაზინსკასმა ეკიპაჟს თურქეთში გაფრენა უბრძანა. მალე Ан-24 ტრაპზონის აეროპორტში დაეშვა.(სხვა წყაროთი ქალაქ სინოპში)

image

თვითმფრინავიდან გამოსვლისთანავე გამტაცებლები თურქულმა პოლიციამ დააკავა.


მგზავრები კი უკან რამოდენიმე დღეში დააბრუნეს.თურქულმა მხარემ უარი განაცხადა დამნაშავეების საბჭოთა მხარისთვის გადაცემაზე. მამა-შვილს სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა. მაგრამ 4 წელიწადში თურქეთში საყოველთაო ამნისტია გამოცხადდა, რომელიც გამტაცებლებსაც შეეხო.


ბრაზინსკასები საცხოვრებლად ჯერ სამხრეთ ამერიკაში, გადავიდნენ, იქიდან კი აშშ-ში, სადაც ისინი საკუთარი მეურვეობის ქვეშ აიყვანა ადგილობრივმა ლიტვურმა დიასპორამ. მათ შეიცვალეს სახელები: ბრაზინსკასი უმცროსი გახდა ალბერტ ვიქტორ უიატი, ხოლო უფროსი თავის თავს ფრენკს უწოდებდა. 1983 წელს მათ მიიღეს ამერიკის მოქალაქეობა. მაგრამ ისტორია აქ არ დასრულებულა...



2002 წლის 5 თებერვალს შვილმა მორიგი ჩხუბის შემდეგ მოკლა მოხუცი მამა. გარდაცვლილის მიმართ სიმპათია არც არავის გამოუხატავას, სასამართლო პროცესზე ადვოკატმაც კი მას ნამდვილი ტერორისტი უწოდა. ბრაზინსკასების სახლი სავსე იყო იარაღით.

იარაღს ინახავდა არა მხოლოდ საბჭოთა სპეცსამსახურების მხრიდან შურისძიების შიშის გამო....ბრაზინსკასი იარაღით ვაჭრობდა.

მამა ბრაზინსკასი გაუწონასწორებელი ტიპი უყო, იგი მეზობლის ბავშვებს იარაღით დასდევდა, მეზობლებს მოკვლით ემუქრებოდა და ბოლოს პრანას ბრაზინსკასმა იარაღი მიმართა საკუთარ შვილზე. საპასუხოდ შვილმა 8-ჯერ ჩაარტყა ჰანტელი თავში. ბრაზინსკას-უმცროსს 16 წლიანი პატიმრობა მიესაჯა განზრახ მკვლელობისთვის.



იხილეთ მსგავს თემაზე

image

45 წლის წინ, 1973 წლის 23 აპრილს ტუ- 104 რეისს ასრულებდა ლენინგრადიდან მოსკოვის მიმართულებით, ბორტზე იმყოფებოდა 51 მგზავრი, გაფრენიდან 9 წუთის შემდეგ სტიუარტ ქალთან მივიდა 47 წლის მგზავრი ივან ბიდიუკი და სთხოვა მე-13 რიგიდან წინა რიგში გადაჯდომა, ქალი დათანხმდა, რამდენიმე წუთის შემდეგ იგივე მგზავრმა სტიუარტს გადასცა წ...


40 წლის წინ ვიქტორ ბალენკომ დასავლეთს ჩააბარა თვითმფრინავი-გამოცანა МиГ-25.BBC Future მოგვითხრობთ ცივი ომის დროინდელ ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ და გახმაურებული ისტორიის დეტალებს. 1976 წლის 6 სექტემბერს იაპონიის ქალაქ ჰაკოდატეს(კუნძული ჰოკაიდო) თავზე უცნაური საფრენი აპარატი გამოჩნდ

0
146
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0