x
მეტი
  • 23.11.2019
  • სტატია:96790
  • ვიდეო:343779
  • სურათი:458685
სოფელ არბოშიკში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში, წმინდა ივლიტესა და კვირიკეს სახელობის ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა შედგა. ადგილობრივ მკვიდრ ექვს წყვილს ჯვარი ტაძრის წინამძღოლმა დეკანოზმა ლევან იაკობიშვილმა დაწერა.


ჯვრისწერის ცერემონია 14 ოქტომბერს საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების არბოშიკის სადროშოს ინიციატივით შედგა, რომელიც სულ ახლახან დაფუძნდა. როგორც სადროშოში ამბობენ, საყოველთაო ჯვრისწერის ტრადიციას სოფელ არბოშიკში საფუძველი 2013 წელს ჩაეყარა.


„ბედნიერი ვარ, რომ დღეს საყოველთაო ჯვრისწერები ჩატარდა ჩემს მშობლიურ სოფელ არბოშიკში. არბოშიკის სადროშო სულ ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდა და ამ ხნის განმავლობაში შესანიშნავად იმუშავა ჯვრისწერების რეგისტრაციის სამსახურმა, რომელსაც უძვირფასესი ოლიკო დონჯაშვილი ხელმძღვანელობს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, სადროშოს წევრებს, “ - აცხადებს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ზვიად სეხნიაშვილი.



image

image

0
110
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0