x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილი სიმღერები, რომლებსაც თავად ავტორები ორგანულად ვერ იტანდნენ
image

1-რობერტ პლანტი(Led Zeppelin)-“Stairway to Heaven”-ალბათ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერას კლასიკური როკის ისტორიაში, რობერტ პლანტი "ქორწილის სიმღერას" უწოდებდა და აღარც სურდა ამ სიმღერის სცენაზე შესრულება 1980-იანი წლებიდან, ანუ როდესაც ლედ ზეპელინი დაიშალა.

ცნობილი ფაქტია, როდესაც რობერტ პლანტმა პორტლენდის ერთ-ერთ რადიოს დიჯეისგან მოისმინა, რომ თუ საქველმოქმედო აქციისთვის სათანადო თანხა შეგროვდებოდა, აღარ გაუშვებდა ეთერში "Stairway.."-ს, მომღერალმა დაუყონებლიც გადარიცხა 1000 დოლარი.





2-ბრიტნი სპირსი-Sometimes-2000-იანი წლების თინეიჯერების ჰიტი....2004 წელს "Onyx Hotel Tour"-ის დროს, კონცერტის დასასრულს, ათასობით ადამიანმა მოისმინა როგორ ჩაილაპარაკა ბრიტნიმ მიკროფონში:"მორჩა? ჯერ არ მიმღერია Sometimes..თუმცა არც არასდროს მომწონდა ეს სიმღერა"






3-მადონა-“Like A Virgin”-პოპ დივამ, როგორც იტყვიან პანღური ამოარტყა ზოგიერთ სიმღერას და მათ შორისაა ცნობილი Like A Virgin-ი, რამაც მომღერალს პირველი საყოველთაო პოპულარობა მოუტანა.


2008 წლის ინტერვიუში მადონამ განაცხადა: "შემიძლია განავაცხადო, რომ მეეჭვება "Holiday’ და ‘Like a Virgin’ ოდესმე კიდევ სცენაზე შევასრულო. მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიმღერებ, ვინმე თუ გადამიხდის 30 მილიონ დოლარს".



4-მაიკლ სტაიპი(R.E.M.)-Shiny Happy People-1991 წლის ჰიტი, რომელმაც ამერიკის და ევროპის ჰიტაღლუმები დაიპყრო.


BBC– თან ინტერვიუში 2016 წელს სტაიპმა ”Shiny Happy People” -ს უწოდა ”ბავშვებისთვის დაწერილი ხილის პოპ სიმღერა..." და დადძინა:"თუ კოსმოსში გასაგზავნად R.E.M.-ის ერთი სიმღერა უნდა შევარჩიო, არაფრით ვისურვებდი ეს Shiny Happy People-იყოს".



5-ჯონ ლენონი-(The Beatles)-"Let It Be” -ლენონს სხვადასხვა ინტერვიუებში ჩამოთვლილი აქვს სიმღერები, რომელიც არ მოსწონდა, (Hello Goodbye, Run for Your Life)მათ შორისაა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტი "Let It Be” (1969), კითხვაზე, რომ ბევრი ამ სიმღერას Beatles ყველაზე საყვარელ კომპოზიციად მიიჩნევს, ლენონმა უპასუხა :"მე არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს და ვინ რას წერს, "Let It Be”-ს საერთო არაფერი აქვს ბიტლზთან, ის შეიძლება უფრო ჯგუფ Wings-ს შეეფერება"(ნაგულისხმებია პოლ მაკარტნის ჯგუფი, რომელიც ბიტლზის დაშლის შემდეგ შექმნა)




6-ფრენკ სინატრა-“Strangers in the Night”-"თუ მომიწევდა მთვრალს რომელიმე ბარში გამოსვლა, ეს არის უკანასკნელი სიმღერა, რომლის შესრულებასაც ვისურვებდი", ისიც ცნობილია, ფრენკი ამ სიმღერას უწოდებდა-"მძღ..ნაწილს " და "ყველაზე ცუდი .... სიმღერა, რომელიც ოდესმე მოუსმენია"( piece of sh*t” ;“the worst f**king song I’ve ever heard.”)




7-არიანა გრანდე-"Put Your Hearts Up”-დღეისთვის ერთ-ერთი პოპულარულ პოპ მომღერალს აღარ სურს 2011 წლის სადებიუტო სინგლის გახსენება:

"ის ბავშვებზე იყო ორიენტირებული ... არაგულწრფელი და ყალბია”, -აღიარა გრანდემ Rolling Stone-თან 2014 წლის ინტერვიუში.





8-ტომ იორკი(Radiohead)-Creep-ჯგუფის 1992 წლის ჰიტს ტომ იორკმა წლების განმავლობაში ალტერნატიული სახელი "განავალი" შეარქვა.


"ძალზე არასასიამოვნო იყო, როდესაც ყველა ამ სიმღერით მსჯელობდა ჩვენზე, არადა ვგრძნობდი, წინსვლა გვჭირდებოდა"-აღიარა მუსიკოსმა.




9- რიჩი ბლეკმორი-(Deep Purple)-When a Blind Man Cries- რიჩი ორგანულად ვერ იტანდა ამ სიმღერას მათი საუკეთესო ალბომიდან Machine Head, იმ დონემდე, რომ სანამ ბლეკმორი უკრავდა ჯგუფში, არცერთხელ არ შესრულებულა კონცერტზე, გამონაკლისი იყო ერთადერთი კონცერტი 1972 წლის 6 აპრილს კვებეკში(კანადა), როდესაც რიჩი ბლეკმორი ავად გახდა და იგი დროებით შეცვალა რენდი კალიფორნიამ ჯგუფ Spirit-იდან.ბლეკმორის წასვლის შემდეგ(1994) ეს კომპოზიცია უკვე რეგულარულად სრულდება კონცერტებზე.



9-მაილი საირუსი-"Party in the U.S.A.”-2009 წლის სიმღერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ წასული ნაბიჯი იყო საირუსის კარიერაში, თუმცა ერთხელ ჩიკაგოს ერთ-ერთ კლუბში გართობის დროს დიჯეის სთხოვა მისი რომელიმე სიმღერა დაეკრა, დიჯეიმ ჰკითხა:"რომელს ისურვებდი?", რაზეც მომღერალმა უპასუხა:"Party in the U.S.A.”-ს გარდა რომელიც გინდა"



10-ბრაიან მეი(Queen)-“Don’t Stop Me Now”-მეის არ უყვარდა ეს კომპოზიცია, მისი აზრით სიმღერის ლირიკა ხაზს უსვამდა ფრედი მერკურის სახიფათო გედონისტურ ცხოვრების წესს, მეის ფრედის გარდაცვალების შემდეგ (1991 წ)უფრო გაუმძაფრდა ამ სიმღერის სიძულვილი, თუმცა მთლიანობაში მეი "ძალიან მხიარულს" უწოდებს ამ კომპოზიციას.




11-ჯასტინ ბიბერი-Beauty and a Beat-პოპ მომღერალმა აღიარა, რომ ყველაზე ძალიან, რაც არ მოსწონს საკუთარ შემოქმედებაში არის ნიკი მინაჟთან ერთად 2012 წელს ჩაწერილი სიმღერა "Beauty and a Beat»

" არასდროს მომწონდა - "Beauty and a Beat, ” ეს მუსიკა პოპულარული იყო იმ დროს, მაგრამ მე ნამდვილად არ ვიყავი ამ სიმღერის მოყვარული.”



12-რორი გალაჰერი(Oasis)-"Wonderwall”-2008 წელს მომღერალმა ალბომ "Dig Out Your Soul" პრეზენტაციის დროს, განაცხადა, სურვილი აქვს პირი აუკრან, ყოველთვის როცა ამ სიმღერას ასრულებს.შემდეგ კი დასძინა:

"ყოველ შემთხვევაში აქ არ არის “Wonderwall”...(და შემდეგ გინების კორიანტელი-At least there’s no ‘Wonderwall’ on there. I can’t f—ing stand that f—ing song!”)


იხილე სხვა მუსიკალური სიახლეები

image

1929 წლის 17 აპრილს ბრემენში დაიბადა გამოჩენილი გერმანელი კომპოზიტორი, არანჟირების ავტორი და დირიჟორი ჯეიმს ლასტი. ჯეიმს ლასტის პირველი საჯარო გამოსვლა მოხდა 1946 წელს Hans-Gnther sterreichs Radio Bremen Dance Orchestra-ს შემადგენლობასი, ორი წლის შემდეგ ლასტი ქმნის ჯგუფ Last-Becker Ensemble., რა დროსაც1950-1952 წლებში ჯეიმს ლას...

5 წლის წინ, 2014 წლის 26 თებერვალს 66 წლის ასაკში მექსიკაში გულის შეტევით გარდაიცვალა ესპანელი კომპოზიტორი და ვირტუოზი გიტარისტი, ფლამენკოს მეფე პაკო დე ლუსია(ნამდვილი სახელი ფრანცისკო გუსტავო სანჩეს გომესი) დაიბადა 1947 წლის 21 დეკემბერს ქალაქ ალხესირაში მუსიკოსის ოჯახში, ხუთი შვილიდან იგი ყველაზე უმცროსი იყო.მამამისი ანტონიო ს...

90 წლის წინ 1929 წლის 25 ივლისს თბილისში დაიბადა ქართველი კომპოზიტორი, პოეტი და მომღერალი ინოლა გურგულია. ბავშვობა თბილისის ძველ უბანში გაატარა, ხოლო ყოველ ზაფხულს სოხუმში და ზუგდიდის რაიონის სოფელ ოშაჩონას სტუმრობდა, სწორედ იქ ძიძამ ასწავლა ინოლას გიტარაზე, დაკვრა.აქვე ისწავლა ჩონგურზე დაკვრაც. სკოლის დამთავრების ...

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩეხეთის პოპ-მუსიკის მეფე კარელ გოტი, სულ ცოტა ხნის წინ მომღერალმა განაცხადა, რომ მას აღმოაჩნდა მწვავე ლეიკემია.იგი პრაღის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. კარელ გოტი იყო ჩეხეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი და იგივე რაც ბრიტანეთისთვის "ბიტლზი", შვედეთისთვის "აბბა" ან რუსეთისთვის ალა პუგაჩოვა. ...

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც რესტორნების ქსელ Drag Me To Brunch-ეგიდით კოვბოურ მუსიკალურ ფესტივალზე ქალაქ კალგარში (კანადა )გამოდის ისეთი თამამად ჩაცმული მომღერალი, რომ სკანდალებით ცნობილ მადონას ან სელენა გომესსაც კი შეშურდებოდა. ეს გახლავთ Sonique, იგივე სასცენო ფსევდონიმით Kylie Love, ამერიკელი ტრანსვესტიტი, მომღ...

ცნობილმა ბრიტანულმა რადიომ და პორტალმა Planet rock-მა დაასახელა მსოფლიოს ყველა დროის 40 საუკეთესო გიტარის სოლო. Planet Rock-მა მსმენელთა ხმის დათვლის შემდეგ დაასახელა მსოფლიოს ყველა დროის 40 საუკეთესო გიტარის სოლო. ყველაზე ბევრი, საერთო ხმების 15% მიიღო Pink Floyd-ის უკვდავმა ჰიმნმა "Comforbly Numb"-მა ორმაგი 1979 წლის ალბ...

1
153
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
153
  
2019, 15 ოქტომბერი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1