x
მეტი
  • 15.11.2019
  • სტატია:96580
  • ვიდეო:343680
  • სურათი:458453
„რუსთავი 2“-მა ცოცხალი ადამიანი მკვდრად გამოაცხადა - შეცდომა კი „მთავარ არხს“ დააბრალეს
image



ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალის ფოტოების ნაცვლად, ეთერში ცოცხალი ადამიანის ფოტოები აჩვენა.

უფრო კონკრეტულად, „კურიერმა“ რეპორტაჟში, რომელიც ხაშურში მომხდარ სასტიკ მკვლელობას შეეხებოდა მოკლული ახალგაზრდა ქალის ფოტოების ნაცვლად, სხვა, ცოცხალი ადამიანის ფოტოები აჩვენა და ის გარდაცვლილად წარმოაჩინა.


აღნიშნული შეცდომა „მთავარი არხის“ წინააღმდეგ გამოიყენა პორტალმა „კვირამ“. კერძოდ, სააგენტომ გაავრცელა ყალბი ახალი ამბავი და ფაქტი „მთავარს“ დაუკავშირა, თითქოს მან გაავრცელა არასწორად ფოტოები და არა „რუსთავი 2“-მა.



ამის შესახებ სოციალურ ქსელში „მთავარის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ დაწერა. მანვე კოლეგა ჟურნალისტებს რეალური ინფორმაციის გავრცელებაში დახმარებაც სთხოვა:


„Keti Khositashvili @Kakha Gogicha ახლა ამ ფეიკი ამბისთვის ბოდიშს მოიხდით თუ რას გააკეთებ? არც ერთი სურათი ეთერში არ ყოფილა მთავარში და არც სახელი არ შეგვშლია. გადაახვიეთ და ნახეთ. ყალბი და დამახინჯებული ნიუსი თქვენს მსგავსაც ვინც გაავრცელა, გადახვევის ფუნქცია არსებობს და ნახეთ. Kato Shindagoridze George Kapanadze Nino Jangirashvili Guela Bochikashvili Tazo Kupreishvili კოლეგებო, დღეს სააგენტო კვირამ გაავრცელა ყალბი ახალი ამბავი მთავარ არხზე და ამ დრომდე არ ასწორებს ამ ინფორმაციას. იმის გამო რომ ვებ გვერდი არ გვაქვს, იქნებ დაგვეხმაროთ რეალური ინფორმაციის გავრცელებაში. შეცდომა დაუშვა სხვა ტელევიზიამ და ცოცხალი ადამიანის ფოტოები გადასცა სხვამ და არა მთავარმა არხმა.“ - დაწეა ნოდარ მელაძემ.


ამ დროისთვის სააგენტო „კვირამ“ ყალბი ინფორმაცია ვებ-გვერდიდან უკვე წაშალა.

1
370
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
370
  
15 ოქტომბერი, 0:48
არაპროფესიონალიზმი?
0 1 1