x
image
ელენე გუმა
"იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, საკუთარი ფიქრის სასაფლაოზე დამარხული ოცნებებით დადის"
image

ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში იმ ქალზე წერს, რომელმაც ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ მოკლული 30 წლის გოგოს შესახებ კომენტარი გააკეთა და მომხდარი ქალის საქციელს დააბრალა.


კეკელიძის თქმით, ასეთი ქალები რიგში ჩამდგარი ოცნებებთ კვდებიან. ჰოდა, ეს ქალი, საკუთარი ფიქრის სასაფლაოზე დამარხული ოცნებებით დადის.


"იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე უთხრეს, რომ ეს ოცნებები რიგში უნდა ჩადგნენ, რადგან ჯერ კაცების ოცნებების ჯერია. რიგში ჩამდგარი ოცნებები კვდებიან. ჰოდა, ეს ქალი, საკუთარი ფიქრის სასაფლაოზე დამარხული ოცნებებით დადის. მძიმეა ეს სასაფლაო და ცდილობს სხვაც მას ჰგავდეს. ადამიანი ასე უფრო მშვიდად გრძნობს თავს. ამიტომაც ისიც მსხვერპლია, შეიძლება უკვე მოურჩენელი, მაგრამ მაინც მსხვერპლი და თანავუგრძნობ.


თქვენ კი, ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ და ნურც თავს მოიტყუებთ, რომ “კაცის მერე უნდა ამოიღოთ ხმა". მშიშარა და უმაქნისი კაცების მოგონილია ეგ სიტყვები და საუკუნეებია გწამლავენ. ვიცი, რამხელა ჩაგვრის გამოცდილება დგას ამის უკან და ისიც, რომ ტყუილის კი არა, ამ მკაცრი რეალობის გჯერათ და ითვალისწინებთ. ძნელია, ასე უცებ გამოდევნოთ სისხლიდან საწამლავი, მაგრამ აუცილებელი და გადაუდებელი საქმე მგონია.

დიახ, თქვენ ხართ ძალიან ძლიერები,
ძალიან ჭკვიანები
და ხმა ახლა უნდა ამოიღოთ. არა მერე და არა რიგში!"- წერს კეკელიძე.


"მაგრამ ასე გაშვებული არ უნდა იყვნენ ქალები. ქალს კაცის მერე უნდა ჰქოდეს ხმა. დაალაპარაკე ჯერ ქმარი. ქალი რომ კაცის წინ იტლიკინებს, იმ ქალს რაღაცა მოხვდება”, - ამის შესახებ ხაშურში, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელმა განაცხადა.


მეუღლის მიერ ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი უკვე დაკავებულია. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

1
159
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
159
  
2019, 15 ოქტომბერი, 22:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1