x
მეტი
  • 15.11.2019
  • სტატია:96580
  • ვიდეო:343680
  • სურათი:458451
მიხეილ ცაგარელის კვირის ასტროპროგნოზი (14-20 ოქტომბერი)
image


მართალია, კვირის პირველი ნახევარი (16 ოქტომბრამდე) ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის რთული და დაძაბულია, თუმცა მეორე ნახევარი ბევრად მშვიდი და სტაბილური იქნება.


ვერძი – განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის პირველ ნახევარში, როცა ურთიერთობა დაგეძაბებათ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. ბევრი რამ იქმება დამოკიდებული თქვენს კომუნიკაბელურობაზე, რადგან მხოლოდ სწორად წარმართული მოლაპარაკება დაგეხმარებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, თუმცა მზად უნდა იყოთ გეგმების სწრაფად შეცვლისა და სირთულეების ოპერატიულად მოგვარებისთვის, რადგან არაა გამორიცხუები კოლეგებმა უარი თქვან ძველი დაპირებების შესრულებაზე. ბევრად სტაბილური იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა უსიამოვნებები მეორე პლანზე გადავა და ბევრად გაიზრდება წარმატების შანსები, შეძლებთ საჭორო კონტაქტების გაბმას, იდეების განხორციელებას და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.


კურო – რთულ და დაძაბულ კვირის პირველ ნახევარში საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, უმიზეზო აგრესია კი, კონფლიქტების და დაპირისპირებების მიზეზი გახდება. მოგიწევთ მოისმინოთ გარშემომყოფთა შენიშვნები და კრიტიკა, ილუზიებს აყოლა და არასასიამოვნო მოვლენებზე თვალის დახუჭვა კი, ნაკლებად გაამართლებს, რადგან მხოლოდ სერიოზული შეცდომებს დაგაშვებინებთ. ბევრად წარმატებული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა შეძლებთ სულიერი სიმშვიდის მოპოვებას და პრობლემების მოგვარებას, საჭირო კონტაქტების დამყარებას და იდეების განხორციელებას.



ტყუპები – ნაკლებად სტაბილურ კვირის პირველ ნახევარში ძალიან გაგიჭირდებათ მიმდინარე მოვლენების გაკონტროლება, რადგან მოულოდნელი შეთავაზებები გეგმების რადიკალურად შეცვლას გაიძულებთ, რაც თქვენს დაბნეულობას და დეზორიენტაციას გამოიწვევს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პარტნიორთა მხარდაჭერასა და დახმარებაზე, არ ღირს ფულის ფუჭად ხარჯვა, რადგან ხარჯი უფრო მეტი გექნებათ, ვიდრე შემოსავალი. ბევრად სასიკეთო იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას, ორგანიზატორული ნიჭის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, იდეების განხორციელებას და ფინანსური სტაბილურობის მოპოვებას.


კირჩხიბი – რთულ და ნაკლებად წარმატებულ კვირაში საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, არათანამიმდევრული მოქმედება კი, სერიოზულ შეცდომებს დაგაშვებინებთ. ნუ აჰყვებით ილუზიებს, ნუ ეცდებით გრანდიოზული იდეების განხორციელებას, რადგან სულსწრაფი მოქმედება და დაუფიქრებელად მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ უსიამოვნებებს მოგიტანთ. ეცადეთ მაქსიმალურად ფრთხილად გაიაროთ რთული პერიოდი, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება კი, შემდეგი კვირისთვის გადადოთ.


ლომი – ისედაც რთულ კვირის პირველ ნახევარს კიდევ უფრო დაამძიმებთ მოვლენების დრამატიზირებით, საკუთარი შეცდომების სხვისთვის გადაბრალების მცდელობით კი, მხოლოდ კონფლიქტს გამოიწვევთ, თუმცა კვირის მეორე ნახევარში აუცილებლად დამშვიდდებით, შეძლებთ საკუთარ თავში გარკვევას და პრობლემების მოგვარებას, ძველი იდეების რეალიზაციას და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, პროფესიულ წინსვლას და პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებას.


ქალწული – მართალია, საკმაოდ პრობლემური კვირის პირველ ნახევარში მიმდინარე მოვლენებზე გავლენის მოხდენის სურვილი გექნებათ, მაგრამ თქვენი მცდელობა არ გაამართლებს და მხოლოდ გარშემომყოფთა ნეგატიურ შფასებას დაიმსახურებთ. არაა გამორიცხული ჩაებათ მძიმე კონფლიქტში, რადგან პარტნიორთა მხრიდან თქვენი იდეების იგნორირება აგრესიას გამოიწვევს და საკუთარი პრინციპების ნებისმიერ ფასად დაცვას გაიძულებთ. ბევრად სასიკეთო იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა დადებითი კოსმიური ენერგიები იდეების რეალიზაციასა და სასურველი შედეგის მიღწევაში, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან საერთო ენის მოძიებაში დაგეხმარებიან.


სასწორი – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ პირველ ნახევარში მაინც ძალიან გაგიჭირდებათ პრობლემების დაძლევა, რადგან სულსწრაფი გადაწყვეტილებები და არათანმიმდევრული მოქმედება მხოლოდ შეცდომებს დაგაშვებინებთ. მოერიდეთ სარისკო და ავანტურულ მოქმედებებს, აუცილებლად გაითვალისწინეთ გამოცდილი და კომპეტენტური კოლეგების რჩევს, რათა ბევრად მშვიდ და სტაბილურ მეორე ნახევარში გეგმებიც სწორად შეიმუშავოთ და ძველი შეცდომებიც გამოსწოროთ.


მორიელი – რთულ და პრობლემური კვირის პირველ ნახევარში განსაკუთრებით გაძლიერდება ჭორები და ინტრიგები, რადგან ფარული მტრები და მოშურნეები მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას. აკონტროლეთ აგრესია და ეჭვიანობა, ნუ აჰყვებით პროვოკაციას და ნუ ეცდებით სხვისთვის საკუთარი აზრის თავსმოხვევას, რადგან გარშემომყოფთა, განსაკუთრებით სასიყვარულო პარტნიორის მიმართ ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა მხოლოდ უარყოფით რეაქციას გამოიწვევს და კიდევ უფრო დაძაბავს ისედაც რთულ ურთიერთობას. შედარებით უკეთესი იქნება მეორე ნახევარი, როცა საღად აზროვნების წყალობით მეტ-ნაკლებად შეძლებთ პრობლემების მოგვარებას.


მშვილდოსანი – პრობლემურ და კონფლიქტურ კვირის პირველ ნახევარში ძალიან გაგიჭირდებათ ემოციების და აგრესიის გაკონტროლება, რაც გარშემომყოფებთან დაპირისპირების მიზეზი გახდება, მოუთმენლობა და სულსწრაფი გადაწყვეტილებები კი, სერიოზულ შეცდომებს დაგაშვებინებთ, რომელთა გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. მოერიდეთ მსხილი კაპიტალის დაბანდებას, სესხის აღებას, გაცემას და ახალი საქმის დაწყებას. შედარებით სტაბილურ კვირის მეორე ნახევარში მეტ-ნაკლებად გამოასწორებთ შეცდომებს და გააუმჯობესებთ ურთიერთობას პარტნიორებთან, ადვილად გაერკვევით მიმდინარე მოვლენებში და შეძლებთ მათ დაძლევას.


თხის რქა – განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის პირველ ნახევარში, როცა დეზინფორმაცია ხელს შეგიშვლით მოვლენების გაანალიზებასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს, რომლებიც ჭორებით და ინტრიგებით ეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას. მართალია ძალიან გაგიჭირდებათ სულიერი კრიზისიდან თავის დაღწევა, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში, რომელიც ბევრად მშვიდი და ჰარმონიული იქნება, ნაკლები დანაკარგით შეძლებთ პრობლემების დაძლევას, ძველი ურთიერთობის აღდგენას და პოზიციების დაბრუნებას, იდეების განხორციელებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.


მერწყული – დინამიური, თუმცა ძალიან რთული კვირაა, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ პოზიციების დაცვა და საკუთარი იდეების მართებულობაში სხვათა დარწმუნება. ნაკლებად წარმატებული პერიოდია მოგზაურობისა და ახალი კონტაქტების დასამყარებლად, კაპიტალის დასაბანდებლად და მსხვილი საყიდლების გასაკეთებლად. განსაკუთრებით მწვავე კრიზისი გელით თუ საგანმანათლებლო სფეროში ხართ ჩაბმულებს, რადგან მოულოდნელი პრობლემები მხოლოდ დროს და ენერგიას დახარჯინებთ ფუჭად, უსიამოვნებების დაძლევას კი, მაინც ვერ შეძლებთ. არაა გამორიცხული ემოციურმა არასტაბილურობამ ერთი უკიდურესობიდან მეორისკენ გიბიძგოთ, სულსწრაფობამ კი, მეტად მძიმე შეცდომები დაგაშვებინოთ.


თევზები – კვირის პირველ ნახევარში განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის მიმართ, რადგან ადვილად გაღიზიანდებით და დაკარგავთ წონასწორობას. სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კოლეგების მიმართაც, რომლებიც არ მოერიდებიან თქვენს წინააღმდე ინტრიგების ხლართვას, მეგობრებთან და ახლობლებთან დაძაბული ურთიერთობა კი, ნეგატიურად აისახება თქვენს განწყობაზე. გადადეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარები კვირის მეორე ნახევრისთვის, რომელიც ბევრად მშვიდი და სტაბილური იქნება, მარტივად შეძლებთ საკუთარ თავში, გარშემომყოფთა ზრახვებში გარკვევას და უსიამოვნებების დაძლევას.


გეომაგნიტური დღეები – 14, 15, 16 და 18 ოქტომბერი.

0
394
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0