x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96732
  • ვიდეო:343735
  • სურათი:458623
ჩერგოლეიშვილი სააკაშვილს: ზუსტად რომ შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირის სიით გასული ხალხით შექმენი ნაცმოძრაობა 
image



„ტაბულას“ ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს. მისი თქმით, სააკაშვილმა ედუარდ შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირის სიით გასული ადამიანებით შექმნა „ნაციონალური მოძრაობა“.


„Mikheil Saakashvili - ჭკუის კოლოფო! არქივი არსებობს:


კი, ზუსტად რომ შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირის სიით გასული ხალხით შექმენი ნაცმოძრაობა



(თბილისი. 17 დეკემბერი. "სივილ ჯორჯია") - "მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის", ასე ეწოდება ახალ საპარლამენტო ფრაქციას რომელიც დღეს შეიქმნა. კოტე კემულარია ახალი ფრაქციის თავმჯდომარედ დაინიშნა.


ამ ფრაქციაში შედიან მიხეილ სააკაშვილი, პეტრე ცისკარირიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და რეფორმატორთა გუნდის სხვა წარმომადგენლები.


ფრაქცია მიხეილ სააკაშვილის პარტიის ახალი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო დასაყრდენი იქნება. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 2002 წლის იანვარში გაიმართება.“ წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

0
283
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0