x
image
მაია 24
როგორ მზადდება ნამდვილი რაჭული შქმერული - საუკეთესო 2 რეცეპტი 
image


შქმე­რუ­ლი ძვე­ლი რა­ჭუ­ლი კერ­ძია, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და მო­თხოვ­ნა­დი კერ­ძია ქარ­თულ რეს­ტორ­ნებ­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შქმე­რუ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბა რა­ჭის სო­ფელ შქმე­რი­დან მო­დის.


ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:


ქა­თა­მი 1 კგ


და­ჭყლე­ტი­ლი ნი­ო­რი 1 სკ

რძე 1 ჭიქა (250 მლ)

მა­რი­ლი გე­მოვ­ნე­ბით.


მომ­ზა­დე­ბის წესი:


ქა­თა­მი ან წი­წი­ლა კარ­გად გა­ვა­სუფ­თა­ვოთ, გავ­ჭრათ შუ­ა­ზე, ორი­ვე მხრი­დან მო­ვა­ყა­როთ მა­რი­ლი. დავ­დოთ ქა­თა­მი კა­ნი­ა­ნი მხრი­დან კა­რა­ქი­ან ტა­ფა­ზე, მა­ღალ ცე­ცხლზე, რათა კანი სწრა­ფად და­იბ­რა­წოს. ზე­მო­დან სპე­ცი­ა­ლუ­რი, მძი­მე თუ­ჯის თავ­სა­ხუ­რი-პრე­სი და­ვა­დოთ, მისი დი­ა­მეტ­რი ტა­ფი­სა­ზე ოდ­ნავ ნაკ­ლე­ბი უნდა იყოს, რათა უშუ­ა­ლოდ ქა­თამს ეხე­ბო­დეს. თუ ასე­თი თავ­სა­ხუ­რი არ გვაქვს, სხვა ნე­ბის­მი­ე­რიც გა­მოდ­გე­ბა, ზე­მო­დან კი მძი­მე ნივ­თი და­ვა­დოთ.


6-7 წუთში ქათამი შევამოწმოთ, თუ კანი საკმაოდ დაბრაწული და კრაწუნაა, გადავაბრუნოთ, ისევ დავახუროთ მძიმე თავსახური და ცეცხლს ცოტა დავუწიოთ.


შემწვარი ქათამი ტაფიდან გადმოვიღოთ და დავჭრათ. გადავიტანოთ კეცზე. ტაფაში კი, სადაც ქათამი შეიწვა, დარჩენილ ცხიმში დაჭყლეტილი ნიორი მოვშუშოთ. ნიორი წვნიანი უნდა იყოს, ანუ აუცილებლად დავჭყლიტოთ და არა დანით დავჭრათ. ვშუშავთ მსუბუქად, რომ არ დაიწვას. ფერს რომ ოდნავ შეიცვლის, დავასხათ 1 ჭიქა რძე (ვისაც რძე არ უყვარს, წყალი ან 10%-იანი ნაღები) წამოვადუღოთ 2-იოდე წუთი და დავასხათ ქათამს.



image


თუმცა არიან მზარეულები, რომლებიც რძის ნაცვლად წყლის გამოყენებას ანიჭებენ უპირატესობას:


მომზადების წესი 2:



კარგად გასუფთავებული და გარეცხილი წიწილა შეწვით ორივე მხრიდან, ისე, რომ წითლად შეიბრაწოს. როგორც კი წიწილა შეიწვება, გადმოიღეთ ტაფიდან.
იმავე ტაფაზე და იმავე ცხიმში მოშუშეთ დაჭრილი ნიორი, შემდეგ დაასხით ცივი წყალი თვალის ზომით, ისე, რომ მასა ოდნავ შეთხელდეს. შემდეგ კი დაუმატეთ მარილი.


დაჭერით შემწვარი წიწილა სასურველ ნაჭრებად, დააწყვეთ ნივრიან ტაფაზე და გააჩერეთ ცეცხლზე, დაახლოებით, 5 წუთით. უგემრიელესი შქმერული მზად არის.


შქმერულის მომზადებისას შეგიძლიათ, ნივრიან სოუსში 1 ს/კ არაჟანი ან მაიონეზი დაუმატოთ. ეს უკვე თქვენს სურვილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული.


ნახეთ ვიდეო: როგორ მზადდება ნამდვილი რაჭული შქმერული - მოკლე ვიდეორეცეპტი


"Refresh" გჭირდება? - 3 სასმელის რეცეპტი, რომელიც გამოგაცოცხლებთ და მაშინვე აღგიდგენთ დაკარგულ ენერგიას


ლავანდის უგემრიელესი ლიმონათი, რომელიც ებრძვის დეპრესიას და ნევროზს, აჯანსაღებს კანს და თმებს



მოამზადე 5 წუთში, დალიე 5 დღის განმავლობაში და დაიკელი 5 კილო - შედეგი გარანტირებულია



ერთი რამ, რაც უნდა გააკეთო ყოველ დილით, თუ გინდა წონაში დაიკლო



ჯადოსნური სასმლის უმარტივესი რეცეპტი, რომელიც დაგავიწყებთ, რას ნიშნავს დაღლილობა



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
3298
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
3298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0