x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან - "საუკეთესო დროა ფინანსური საკითხების გადასაჭრელად" 
image


როგორია კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან? ასტროლოგი დღევანდელი სავსემთვარეობისა და უახლოესი დღეების ტენდენციების შესახებ საუბრობს და რეკომენდაციებსაც გვთავაზობს:



"სავსემთვარეობა სასწორის ზოდიაქოში დღეს დაძაბულ ელფერს აძლევს. მიუხედავად ამისა, დილის საათებში მერკურისა და სატურნის სექსტილი მორიელებსა და თხის რქებს მაინც გაახარებს, თუმცა უკმაყოფილონი არც სხვა მიწის და წყლის სტიქიის წარმომადგენლები დარჩებიან. სასურველი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადვილად მოაღწევს მათთან, შეძლებენ საიმედო კავშირების დამყარებასაც. იმის იმედიც კი შეიძლება იქონიონ, რომ დილის საცობებსაც შედარებით იოლად დააღწევენ თავს. მაგრამ ახალი წამოწყებებისაგან ჯერჯერობით თავის შეკავება აჯობებს, რადგან თითქმის მთელი დღის განმავლობაში მთვარეც უკურსოა და მზესაც პლუტონი აკვადრატებს. ეცადეთ არ იკონფლიქტოთ, იყავით უფრო მეტად დაბალანსებულები. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი დროებითია, და ეს დაძაბულობაც გადაივლის. მნიშვნელოვანი საქმეები დღის ბოლოსკენ სჯობს რომ შემოიტოვოთ.


სამშაბათს მთვარე ვენერას კვადრატმა შესაძლოა უტაქტო თანამოსაუბრე მოგივლინოთ. შეეცადეთ თავად გამოიჩინოთ დიპლომატია, ასეთ შემთხვევაში საქმეს თქვენს სასარგებლოდ შემოატრიალებთ. შესყიდვებთან დაკავშირებით ფასდაკლებასაც კი შეიძლება რომ ამ გზით მიაღწიოთ.



ოთხშაბათი 16 ოქტომბერი


მერკურისა და ნეპტუნის ტრინი გაახარებს მათ, ვისაც თევზებისა და მორიელის ნიშნების 16-17°-ზე მნიშვნელოვანი პლანეტები ჰყავთ. შემოქმედებითი აქტიობა ეწვევათ ხელოვნებასთან დაკავშირებულ ადამიანებს, ძალიან კარგი დროა სულიერი პრაქტიკებისათვის, ლოცვისთვის, მედიტაციისათვის. ეწვიეთ გამოფენებს, სალონებს, მიიღეთ ესთეტიკური სიამოვნება, დატკბით ბუნების ხედებით. კარგი დღეა ასევე წყალთან კონტაქტისათვის.


ხუთშაბათი - პარასკევი ანუ 17-18 ოქტომბერს რაიმე მნიშვნელოვანი ასტრო-მოვლენა ცაზე არ ხდება, ძირითადად წინა დღეების ტენდენციები იქნება შენარჩუნებული. შაბათს 19-ში, მორიელებს და თხის რქებს, აგრეთვე მათ, ვისაც მერკური მორიელის ნიშანში გყავთ, მერკური-პლუტონის ურთიერთჰარმონიული ასპექტი მოგცემთ შანსებს ადამიანებზე თქვენთვის სასურველი ზეგავლენა მოახდინოთ, დაარწმუნოთ, გადაარწმუნოთ, მოკლედ, აზრი თქვენს სასარგებლოდ შეაცვლევინოთ. გამოიყენეთ ეს დღე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისათვის. მშვენიერი მომენტია ბიზნესისთვის, ინვესტირებისთვის, ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ახალი საქმეების წამოსაწყებად და საბუთების გასაფორმებლადაც.


პოლიტიკოსებისათვის წარმატებული იქნება საჯარო გამოსვლები, როგორც სახალხო შეკრებებზე, ისე ეკრანის წინ.


20 ოქტომბერს, კვირის ბოლოს კი ვენერას სექსტილი სატურნთან დააგვირგვინებს. მისი წყალობით შესაძლებელი იქნება ფინანსური საკითხების, მათთან დაკავშირებული პრობლემების სწორი შეფასება. რაც თავის მხრივ, საფუძველს ჩაუყრის მომავალ წარმატებებს ჩვენს ბიზნესში და სხვა ფულად საქმიანობებში. ვენერა ჩვენს ცხოვრებაში სასიყვარულო და მატერიალურ საკითხებს განაგებს, ხოლო სატურნი სტაბილიზაციის პლანეტაა. ამიტომაც მთელი ეს კვირა, მაქსიმალურად ხელსაყრელი იქნება ფინანსური საკითხების გადასაჭრელად.


სატურნი ასტროლოგიაში ხანდაზმულ ადამიანებზე მიუთითებს, მასთან ვენერას ჰარმონიული ასპექტის დროს ჩვენზე ასაკით უფროსი ხალხისაგან შესაძლოა ძალიან კარგი, ბრძნული რჩევების მიღება. ამიტომ ყურადღებით მოუსმინეთ მათ, შესაძლოა სწორედ ახლა მიიღოთ ისეთი დარიგება, რომელიც ძალზე გამოგადგებათ თქვენი ცხოვრების უკეთ მოწყობაში. ჩათვალეთ, რომ მთელი ეს დღე ტრადიციების, მორალური კოდქსის დაცვის პერიოდია. ეს კი არა მხოლოდ უფროსების პატივისცემას მოითხოვს ჩვენგან, არამედ სხვა ცხოვრებისეულ მხარეებშიც სიდინჯისა და თავშეკავებულობის გამოჩენას. მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობებში. დაიცავით და შეასრულეთ ახლობელი ადამიანების წინაშე თქვენი ვალდებულებები. ასეთი საქციელი უსათუოდ დაგიფასდებათ, როგორც პარტნიორების, ასევე კოსმოსის მხრიდანაც. ურთიერთობა რომელსაც ახლა ჩაეყრება საფუძველი შესაძლოა საკმაოდ სტაბილური და ხანგრძლივი გამოდგეს. ფინანსების მხრივ - ზოგ ჩვენგანს ასევე შემოსავლის წყაროს გამოჩენა გაახარებს, რომელიც მომავალში სტაბილურად და მყარად გაგრძელდება. ამ ასპექტისავე წყალობით შესაძლებელი იქნება ფინანსური საკითხების, მათთან დაკავშირებული პრობლემების სწორი შეფასება. რაც თავის მხრივ, საფუძველს ჩაუყრის მომავალ წარმატებებს ჩვენს ბიზნესში და სხვა ფულად საქმიანობებში".



რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 19 ნოემბრამდე - "კარგი პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობების მოსაგვარებლად"



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

1
538
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
538
  
2019, 15 ოქტომბერი, 22:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1