სხვა ამერიკაში ატლანტის ოკეანის თავზე ამოუცნობი ობიექტები დააფიქსირეს (ვიდეო) 2019, 14 ოქტომბერი, 13:40
ეს ჩანაწერი გამოქვეყნდა ინტერნეტში მომხმარებლის მეტსახელით უილიამ გაი. მისივე თქმით, ამოუცნობი ობიექტების გამოჩენის დროს ის ბორანზე იმყოფებოდა. მოულოდნელად ცაში გამოჩნდა უცხოპლანეტელების ობიექტების მთელი ფლოტი, რომლებიც ჰაერში მოძრაობდნენ. ზოგი მათგანი ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან, ზოგიც მცირე დისტანციით იყო დაშორებული. ჩანაწერის ყურებისას ჩანს, თუ როგორ აკვირდებიან ბორანიას მგზავრები უცხო ობიექტებს. როგორც ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, ბევრი უცხო ობიექტის გამოჩენის დროს, ისინი სანაპიროდან შორს იყვნენ. სანაპიროზე, ამ დროს, სხვა გემები არ იყო. იქვე ახლომდებარე სამხედრო ბაზაზე კი ვარჯიშებიც არ ჩატარებულა და არცერთი თვითმფრინავი არ აფრენილა ცისკენ. 309 1-ს მოსწონს
|