x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ამერიკაში ატლანტის ოკეანის თავზე ამოუცნობი ობიექტები დააფიქსირეს (ვიდეო)

image

ამერიკაში ჩრდილოეთ კაროლინას სანაპიროზე ატლანტის ოკეანის თავზე ერთერთმა თვითმხილველმა შეძლო გადაეღო კაშკაშა მანათობელი უცხოპლანეტელების ობიექტები. ამის შემდეგ, მან ვიდეო ატვირთა YouTub-ზე.

ეს ჩანაწერი გამოქვეყნდა ინტერნეტში მომხმარებლის მეტსახელით უილიამ გაი. მისივე თქმით, ამოუცნობი ობიექტების გამოჩენის დროს ის ბორანზე იმყოფებოდა. მოულოდნელად ცაში გამოჩნდა უცხოპლანეტელების ობიექტების მთელი ფლოტი, რომლებიც ჰაერში მოძრაობდნენ. ზოგი მათგანი ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან, ზოგიც მცირე დისტანციით იყო დაშორებული.


ჩანაწერის ყურებისას ჩანს, თუ როგორ აკვირდებიან ბორანიას მგზავრები უცხო ობიექტებს. როგორც ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, ბევრი უცხო ობიექტის გამოჩენის დროს, ისინი სანაპიროდან შორს იყვნენ. სანაპიროზე, ამ დროს, სხვა გემები არ იყო. იქვე ახლომდებარე სამხედრო ბაზაზე კი ვარჯიშებიც არ ჩატარებულა და არცერთი თვითმფრინავი არ აფრენილა ცისკენ.



0
299
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0