x
მეტი
  • 11.12.2019
  • სტატია:97268
  • ვიდეო:344122
  • სურათი:459240
უბედური შემთხვევა წნორში - 3 დაღუპული, 2 დაშავებული
image


უბედური შემთხვევა, რომელიც კახეთში მოხდა, სამწუხაროდ მსხვერპლით დასრულდა.


წნორი-ლაგოდეხის გზაზე, სოფელ ჰერეთისკართან "ოპელის" მარკის ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. თვითმხილველების მტკიცებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღეს ოპელის მარკის ავტომობილში მსხდომმა მგზავრებმა. გავრცელებული ცნობით, მსუბუქ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანი გარდაიცვალა 2 კი დაშავდა.


ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილები არიან თინიკაშვილები. სამივე გარდაცვლილი მამაკაცია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისინი სტუმრად იმყოფებოდნენ ვარდისუბანში.



შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო 112-ის სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. გადაუდებელი მედიცინის ცენტრის თანამშრომლებმა დაშავებულები წნორის და ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკებში გადაიყვანეს.


რაც შეეხება გადარჩენილების ჯანმრთელობის მდგომარეობას - წნორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მამაკაცს, რომელიც წნორის „არქიმედეს“ კლინიკაშია მოთავსებული, თავის და გულმკერდის დაბეჟილობები, ასევე მეორე ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილირად მძიემა და უტარდება ყველა შესაბამისი გამოკვლევა.


მეორე დაშავებულს, რომელიც ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების ცნობით, მას წელის არეში დაბეჟილობები აქვს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276 მულით მიმდინარეობს. ეს მუხლი ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

0
379
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
379
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0