x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 თანამედროვე ტენდენცია, რომლებიც პოპულარული სინამდვილეში 100 წლის წინ იყო
მოდის ინდუსტრიაში არსებობს ერთჯერადი ნივთები, რომლებიც პოპულარული არიან 3-12 თვის განმავლობაში, ტრენდები, რომლებიც 1-დან 5 წლამდე ჩერდება და კლასიკა: მას 5-10 წელი ვიცვამთ. ექსპერტების თქმით, მოდის ციკლი დაახლოებით 20 წელს შეადგენს, შემდეგ კი ყველაფერი მეორდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლა ბებიების ახალგაზრდობის დროინდელ მოდელებს ხშირად ვხვდებით.

ნახეთ, ტანსაცმლის რომელი თანამედროვე ტრენდი იყო პოპულარული მე-2- საუკუნის პირველ ნახევარში.


აბრეშუმის პიჟამები

image

ქალის გარდერობში პიჟამები 1920-იან წლებში მოხვდა. ეს კოკო შანელის დახმარებით მოხდა, რომელმაც ქალის მოდაში კაცის ტანსაცმელი შემოიტანა: სვიტრი, შარვალი და ა.შ. აბრეშუმის პიჟამებით მაშინ სანაპიროზე დადიოდნენ. რამდენიმე წლის წინ მოდის ბლოგერებმა ინსტაგრამის პიჟამის ფოტოებით აავსეს. ახლა მსგავსი კოსტიუმები ისეთი პოპულარული არაა, მაგრამ დღემდე მაინც იცვამენ.


კაბა დაწეული წელით


image

ასეთი კაბა ჯერ კიდევ 1920-იან წლებში პოპულარული იყო. ეს იყო წვეულების კაბა მაქმანით და ბზინებით გაფორმებული, ან Robe de Style, კაბა დიდი ქვედაბოლოთი შუა წვივამდე ან ძირამდე. მკერდზე აქცენტი გაკეთებული არ იყო, ხოლო ხელები მოკლე ან საერთოდ არ ჰქონდა. ასეთი მოდელები დღეს დიზაინერული სახლის მოდის ჩვენებებზე შეგიძლიათ იხილოთ.


ჩოკერი

image

პირველად ჩოკერი ჩვ.წ.აღ-მდე მე-2 საუკუნეში გამოჩნდა და მოდის მიმდევრებში ყოველთვის მოთხოვნადი იყო. მათ რენესანსის, როკოკოს და კლასიციზმის ეპოქაში, ასევე მე-20 საუკუნის დასაწყისში ატარებდნენ. ეს აქსესუარი 1990-იან წლებში პოპულარობის პიკზე იყო. ახლა კვლავ ტრენდშია.


კიულოტი

image

ასეთი მოკლე შარვლები ადრე მხოლოდ არისტოკრატებს ეცვათ, მოდაში საფრანგეთში მე-16 საუკუნეში შემოვიდა და კაცის გარდერობის ნაწილი იყო. 1931 წელს, ცნობილი ჩოგბურთელი ლილი ალვარესი უიმბლდონის ტურნირზე ასეთი კიულოტით გამოჩნდა, რომელიც ელზა სკიაპერელმა შეკერა (მას კოკო შანელის კონკურენტად ითვლებოდა). გოგოებს ასეთი შარვალი მოეწონათ და ველოსიპედის ტარების დროს და სეირნობისას მისი ჩაცმა დაიწყეს. 1980-იან წლებში კიულოტი პოპულარული გახდა, რადგან პრინცესა დიანას მოწონდა. ახლა კვლავ მოდაშია.


მოცულობითი ტრენჩი

image

მძიმე პლაშის ალტერნატივის სახით მოცულობით ტრენჩი მოიგონეს. გრეტი გარბოს გამო, რომელიც 1928 წელს კინოში ასეთი ტრენჩით გამოჩნდა, ქალებმა მისი ჩაცმა დაიწყეს. ეს პლაში მარლენ დიტრიჰსაც ეცვა. 1940-იან წლებში აშშ-სა და ინგლისში პოპულარული იყო, ხოლო შემდეგ ფართოდ გავრცელდა.


ტიურბანი

image

ტიურბანი უკვე მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა ვარიანტებში პოპულარული იყო. 1910-იან წლებში ის აღმოსავლური გლამურის სიმბოლო იყო, 1940-იან წლებში ჰოლივუდის ოქროს ხანის სიმბოლო, ამ დროს გოგოები მასში თმას მალავდნენ. 1960 და 1970-იან წლებში მას ყველა ატარებდა, როგორც სამეფო ოჯახის წევრები, ასევე ჰიპები. გასაოცარი არაა, რომ გასულ წელს აქსესუარი კვლავ პოდიუმზე, შემდეგ კი ქუჩებში გამოჩნდა.


ბახრომა

image

ბახრომა პირველად 1920-იან წლებში ქალის მოდურ ტანსაცმელში გამოიყენებოდა, როცა კაბა მოკლე გახდა და მისი დახმარებით სიგრძეს ამატებდნენ. მოგვიანებით, 1960-იან წლებში ჰიპებს შორის პოპულარული გახდა. ჩვენს დროში ბახრომა მოდურ ტრენდს წარმოადგენს და საღამოს კაბებში გამოიყენება.


პლესებიანი კაბა

image

პლესებიანი კაბა მოდაში 1920-იან წლებში გამოჩნდა და 20 წლის განმავლობაში ტრენდში იყო. თავიდან სკოლის მოსწავლეები იცვამდნენ. მათი სტილი სპორტსმენებმა გადაიღეს, შემდეგ კი ყოველდღიურ ცხოვრებაში და წვეულებებზე მისი გამოყენება დაიწყეს. 3 წლის წინ პლესებიანი კაბა კვლავ მოდაში დაბრუნდა და ტრენდიდან უკვე კლასიკად იქცა: ახლა ასეთი კაბა ყოველ მეორე გოგოს არ აცვია, მაგრამ ზოგიერთი დღემდე წარმატებით იყენებს.


ლეოპარდის პრინტი

image

ცხოველური პრინტი ჰოლივუდის მსახიობებში მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში პოპულარული იყო. 1931 წელს მერიან ნიკსონი ცხოველური პრინტის ტანსაცმლით და ქურთუკით გამოჩნდა. რამდენიმე წლის წინ ვულგარულად ითვლებოდა, მაგრამ ახლა კვლავ ტრენდშია.


შარვალ-კოსტიუმი უნისექსი

image

მე-20 საუკუნის დასაწყისში კოკო შანელის დახმარებით ქალებმა ისეთი ტანსაცმლის ტარება დაიწყეს, როგორსაც კაცები ატარებდნენ. ასეთი ჩაცმულობა მარლენ დიტრიქს ძალიან მოსწონდა, ეს მისი სავიზიტო ბარათი იყო. ახლა ქალების ტანსაცმელში მამაკაცის სტილი მოდაშია.


ასევე დაგაინტერესებთ:

მანიკიურის 10 აქტუალური ტრენდი, რომელსაც მთელი მსოფლიოს მოდის მიმდევრები იკეთებენ

image

მოდის ბლოგერი გერმანიიდან გიჩვენებთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეთ ქალურად 30 წლის შემდეგ

image

დიზაინერების მოწოდებული 20 იდეალური ქვედაბოლო, რომელიც, სასურველია, ყველა ქალის გარდერობში იყოს

image

70-იანი წლების მამაკაცების მოდა, რომელიც არ უნდა დაბრუნდეს (20+ ფოტო)

image

აი, როგორ ძლიერად შეიცვალა ქალის სხეული 1957 წლიდან, მიზეზი კი გახდა

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
871
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
871