x
image
ელენე გუმა
მარიამ კუბლაშვილის მიმართვა - "უნდა გაგანერვიულოთ კიდევ, თქვენთვის უარესი და უარესი ამბები მაქვს."
image
თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებულ დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი სოციალური ქსელით იმ ადამიანებს მიმართავს, ვინ ისნის მაჟორიტარის ილია ჯიშკარიანის ადვოკატობის გამო, მას დაუპირისპირდა.


როგორც კუბლაშვილი წერს, მოწმეთა რიცხვი იზრდება და ცოტა ხანში ყევლა გაიგებს სიმართლეს.


მისივე თქმით, უფრო მეტ და მეტ მტკიცებულებას აგროვებს ამ პროცესის მოსაგებად და სამუდამოდ დაადუმებს ყველას.


"თქვენ გააგრძელეთ წერა - კითხვა, ბოროტება, მე კი უფრო და უფრო მეტ მტკიცებულებას ვაგროვებ პროცესის მოსაგებად. უფრო და უფრო იზრდება იმ გარემოებათა რიცხვი, რომელიც სამუდამოდ გაგცემთ პასუხს და დაგადუმებთ, აგიხსნით თუ რატომ არ უნდა იყოს ადამიანი პროვოკატორი და რატომ უნდა ამხილო იგი დროულად. ჩემი სახელი ასე რომ გაშინებთ და განერვიულებთ, შფოთავთ და ყველა კედელზე ჩემი მისამართით წერთ - უფრო ვრწმუნდები ჩემს შესაძლებლობებში. მადლობა, თქვენ გააკეთეთ ყველაფერი, რომ ბოლომდე დავანახო საზოგადოებას მტყუან - მართალი, რომ წერტილი დავუსვა უსამართლობას!"


დამელოდეთ, ნუ ჩქარობთ, ნუ ღელავთ, ყოველთვის არ მცალია პასუხის გასაცემად, ბევრი საქმე მაქვს, მოწმეთა რიცხვი არ წყდება და უნდა გაგანერვიულოთ კიდევ, თქვენთვის უარესი და უარესი ამბები მაქვს. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის"


ცნობისთვის, ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის დაცვის ქვეშ მყოფ, საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

სასამართლო პროცესი “ნიუ ჰოსპიტალსში” გაიმართა.

გირაოს შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა.


შეგახსენებთ, რომ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.



ამავე თემაზე :


განო მელითაური მარიამ კუბლაშვილს მიმართავს - "იმედია და მჯერა იცი, რისთვისაც იბრძვი"

4
1345
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1345
  
15 ოქტომბერი, 22:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

14 ოქტომბერი, 19:19
თან რა ხდება, ზურაბ! ფანჯარა ღია იყო, დერეფანში ხალხი იდგა და არავის არაფერი გაუგონია. თამთას ტანსაცმელზე ვერ იქნა აღმოჩენილი ჯიშკარიანის "დნკ"-ს ნაწილაკები, რაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო, რადგან თამთა აცხადებდა ხელებს მიფათურებდაო.
საპარლამენტო არჩევნები მოდის და ასეთი პროვოკაციები გახშირდება.
14 ოქტომბერი, 17:54
ზედმეტი ხმაურია ატეხილი ამ საქმეზე, მით უმეტეს, რომ ძნელი დასამტკიცებელი ფაქტია სამართლებრივად. პოლიტიკური ჭრილში გადავიდა ეს საქმე შეუსაბამოდ.მოწმის გარეშე როგორ უნდა ამტკიცო ასეთი სახის დანაშაული, წარმოუდგენელია. ისეთი კრიმინალისტიკური საექსპერტო ლაბორატორიები არ გვქონდეს, ჰაერში ჩიტს რომ ბრდღვნიდეს.
14 ოქტომბერი, 14:54
დარწმუნებული ვარ პროცესს მოიგებს, რადგან თამთა თოდაძე ისეა ძალადობის მსხვერპლი, როგორი რომის პაპიც მე ვარ.
აგერ სასამართლო და აგერ მე, თამთაზე იმდენი რამე ამოტივტივდებდა ბევრს თმას ყალყზე დაუყენებს.
0 1 4