x
მეტი
  • 22.11.2019
  • სტატია:96758
  • ვიდეო:343746
  • სურათი:458655
ჩემი ლირიკის ცაზე მე შენს დახატვას ვლამობ..

image


"პოეტს ეყოფა გული და გულს პატარა ტყვია.

თვალებში ჩამქრალ გრძნობას გულის დაწყვეტა ჰქვია"


image

ზღვარი, "ჩემი ლირიკა"


ბედნიერება სრული მარადისობას მიაქვს,

პოეტს ეყოფა გული და გულს პატარა ტყვია.

თვალებში ჩამქრალ გრძნობას - გულის დაწყვეტა ჰქვია,

ბედნიერება სრული მარადისობას მიაქვს.


ჩემი ლირიკის ცაზე მე შენს დახატვას ვლამობ,

ლექსებს ავყავარ ჯვარზე, მაგრამ არაფერს ვნანობ!..

პოეტი არის მარტო, იგი ზეცასთან რჩება,

იქ გასაოცრად ნათობს, ხოლო მიწაზე კვდება.


ბედნიერება სრული მარადისობას მიაქვს,

პოეტს ეყოფა გული და გულს პატარა ტყვია..

ჩემი ლირიკის ცაზე მე შენს დახატვას ვლამობ,

ლექსებს ავყავარ ჯვარზე, მაგრამ არაფერს ვნანობ!..

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:ლუდმილა 1988
ლუდმილა 1988
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0