x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96732
  • ვიდეო:343735
  • სურათი:458622
ბიგანაშვილი სუპერლიგაში "მგზავრების" მაისურით იასპარეზებს.

image
ახალ საკალათბურთო სეზონზე გიორგი ბიგანაშვილს "მგზავრების" რიგებში იხილავს მაყურებელი.

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელის დებიუტი 14 ოქტომბერს ოლიმპიურ სპორტის სასახლეში შედგება, სადაც "მგზავრები" საკალათბურთო კლუბ "კაკტუსს" დაუპირისპირდება. მატჩი 17:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის რიგით 28-ე გათამაშება 13 ოქტომბერს დაიწყო და მასში 11 გუნდი იღებს მონაწილეობას..

აღსანიშნავია, რომ გიორგი ბიგანაშვილი "მგზავრების" რიგებში ყველაზე ახალგაზრდა, თუმცა გამოცდილი და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშეა.წლების განმავლობაში იგი სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების ლიდერობას ინარჩუნებდა და გუნდის ღირსეული კაპიტანიც გახლდათ.უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ახალგაზრდა კალათბურთელი წლების მანძილზე თბილისის "დინამოს" წამყვანი მოთამაშე იყო. მან თამაშის გამორჩეული სტილით ქართველ თუ უცხოელ მაყურებელს არაერთხელ დაამახსოვრა თავი. გასულ წელს ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ეტაპზე (მერვედფინალში) საუკეთესო შედეგი სწორედ ბიგანაშვილმა აჩვენა. რაც შეეხება გიორგის სადებიუტო მატჩს, ამ შეხვედრაში მას 10 ნომრიანი მაისურით იხილავს მაყურებელი.

0
50
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინა კერესელიძე
ნინა კერესელიძე
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0