x
მეტი
  • 22.11.2019
  • სტატია:96758
  • ვიდეო:343746
  • სურათი:458655
ქართველმა ბიზნესმენმა დებოში მოაწყო მოსკოვის შერმეტიოვოს აეროპორტში, რის გამოც დააკავეს

image
შერმეტიოვოს აეროპორტში რეისზე დაგვიანებულმა საქართველოს მოქალაქემ დებოში მოაწყო.


თვითმხილველების განცხადებით მამაკაცი დაგვიანებით მივიდა სარეგისტრაციო დახლთან, როდესაც გაიგო, რომ ჩასხდომა თვითმფრინავში დასრულებული იყო, ატეხა ყვირილი და დაიწყო იმ ინვენტარის დამტვრევა, რაც გარშემო მოხვდა.

ინციდენტის ადგილზე მალევე მივიდნენ სამართალდამცავები, რომლებიც ცდილობდნენ ჯერ სიტყვიერად დაეწყნარებინათ მამაკაცი, თუმცა იგი კვლავ აგრესიულად იქცეოდა., რის შემდეგაც პოლიციამ ძალა გამოიყენა.

დებოშიორი, რომლის ვინაობაც არ სახელდება 44 წლის თბილისელი ბიზნესმენია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით.





0
494
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
494
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0