x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ირანის რევოლუციის დამცველთა კორპუსის გენერალმა ხოსრო კუმარეიმ განაცხადა, რომ ირანმა შექმნა ტანკის ჯავშანი, რომელიც ტანდემური ყუმბარტმყორცნის ყუმბარის მოხვედრას გაუძლებს

image არავისთვის არაა უცხო, რომ ტანკის შექმნის დღიდან იხვეწება და უმჯობესდება ტანკის ჯავშანი, მისი დინამიური დაცვა და დამატებითი დაცვის ელემენტები, იქნება ეს დამატებითი დასაკიდი ჯავშანფილები თუ ელექტრონული დაცვის სისტემები.
შესაბამისად იხვეწება და უნჯობესდება ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები თუ ტანკსაწინააღმდეგო, მართვადი სარაკეტო კომპლექსები.
ისიც ცნობილი ფაქტია თუ რამდენი ტანკი და მისი ეკიპაჟი შეეწირა ყუმბარმტყორცნიდან გაშვებულ ყუმბარას, რაც უფრო გაიზარდა ტანკის ჯავშანი, მით უფრო გააძლიერეს ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარების გამტანუნარიანობა.
ტანდემური ანუ 2 იარუსიანი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა მრისხანე იარაღია ტანკის ჯავშნის მონოლითურობის გასარღვევად. პირველი საფეხურის დანიშნულებაა გაანადგუროს ტანკის დინამიური დაცვის ან დამატებითი დაცვის ჯავშანფილები, მეორე საფეხური კი უკვე უშუალოდ ტანკის ჯავშანს არღვევს, რასაც ტანკთან ერთად ტანკის ეკიპაჟიც გამოჰყავს მწყობრიდან.
ირანის ისლამური რესპუბლიკის რევოლუციის დამცველთა კორპუსის გენერლის ხოსრო კუმარეის განცხადებით, ირანში შექმნეს საიმედო დაცვა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის თუ ყუმბარის წინააღმდეგ.
გენერლის განცხადებით ირანელმა კონსტრუქტორებმა შექმნეს დინამიური ჯავშანი. ჯავშნის შექმნის შემდეგ გენერლის თქმით ის გამოსცადეს ტანკზე, ტანკის მიმართულებით გაშვებულმა ტანკსაწინააღმდეგო ტანდემურმა ყუმბარამ ვერ შესძლო ახალი ირანული დინამიური ჯავშნის დაცვის ზონის გარღვევა.
გენერლის თქმით აღნიშნულ ჯავშანს უკვე აყენებენ უახლეს ირანულ ტანკებზე "კარარი".
თეირანის ხელმძღვანელობის თქმით ირანი აძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, მათ ასევე განაცხადეს, რომ ირანის სამხედრო სიძლიერე და პოტენციალი არცერთი ქვეყნის ხელმძღვანელობაში ეჭვს არ უნდა იწვევდეს.
სავარაუდოდ ოფიციალური ირანი ისრაელს ან სულაც აშშ-ს გულისხმობდა.





0
437
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
437