x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96732
  • ვიდეო:343735
  • სურათი:458623
ქალთა გულთამპყრობელი უკვე 70 წლისაა

რიჩარ გირი — ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობია, ჰოლივუდის მსახიობებს შორის. «ლამაზმანი» (1990 წ.), რომელშიც გირი მთავარ როლს ასრულებს, მსახიობის თაყვანისმცემელთა უმრავლესობამ და შესაბამისად, კინოს მოყვარულების უდიდესმა ნაწილმა, თითქმის ზეპირად იცის. მაგრამ, ბევრმა არ იცის, რომ რიჩარდ გირის ინტერესები, მხოლოდ კინოსამყაროთი არ შემიფარგლება...


image




სპორტსმენი და მუსიკოსი


image


გირი შეიძლება მსახიობი არც გამხდარიყო, რადგან ძალია კარგი სპორტსმენი იყო. სწორედ სპორტში ხედავდა ის თავის მომავალს. გირი სკოლის მერხიდან სპორტული ტანვარჯიშით იყო დაკავებული და რადგან ნიჭიერ სპორტსმენებს აშშ-ში ყველანაირად ეხმარებიან, მან ძალიან მარტივად მოახერხა მასაჩუსეტის უნივერსიტეტში ჩაბარება, თან სპორტული პრივილეგიის გამო, უფასოდაც სწავლობდა. ის სწორედ უნივერსიტეტში მიხვდა, რომ რასაც აკეთებდა, არ მოსწონდა და მთლიანად მუსიკაზე გადაერთო. თუმცა, მუსიკაც მალე მობეზრდა და გადაწყვიტა, ბედი მსახიობობაში ეცადა...

წარსული გატაცებები კი, მას ვარსკვლავოვანი კარიერის შექმნაში, ნამდვილად რომ წაადგა... მაგ., «ამერიკელ ჟიგოლოში» (1980 წ.) ის როლზე უნაკლო სპორტული გარეგნობის გამო დაამტკიცეს, ხოლო ფილმში, – «ლამაზმანი», მსახიობმა საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინა და მელოდია, რომელსაც როიალზე ასრულებს, თავად დაწერა.






ქმარი და მამა


image


«ამერიკელი ჟიგოლოს» ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, რომელშიც გირი მდიდარი ქალების მაცდუნებლის როლს თამაშობს, მაყურებლებმა გადაწყვიტეს, რომ მსახიობი ცხოვრებაშიც ისეთივეა როგორც ფილმში. მაგრამ, სინამდვილეში, გირი საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში, ძალიან მორცხვი იყო. თუმცა, რადგან ის ძალიან მომხიბვლელად გამოიყურებოდა და თან მარტოხელა იყო, ლამაზმანები მსახიობის გაცნობას თავადვე ცდილობდნენ... და გასაკვირი არ არის, რომ მისი პირველი მეუღლე სინდი კროუფორდი იყო. თუმცა, მათი ქორწინება მხოლოდ 4 წელს გაგრძელდა.

რიჩარდ გირის მეორე ცოლი, ასევე მოდელი და მსახიობი კერი ლოუელი იყო. ისინი ერთად უფრო დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ და ამ ქორწინებაში რიჩარდს ვაჟი, გომერ ჯეიმსი შეეძინა. მსახიობი შვილის დაბადების მომენტისთვის, უკვე 50 წლის იყო.




image


11 წლიანი ქორწინების შემდეგ, გირი კერისაც დაშორდა. მაგრამ, მარტო დიდ ხანს არ დარჩენილა... 68 წლის მსახიობი ესპანელ ჟურნალისტზე ალექსანდრა სილვეზე დაქორწინდა და უკვე ერთი წლის შემდეგ, მეორე ვაჟის მამა გახდა. მან ცოლის საპატივცემულოდ, შვილს ალეხანდრო დაარქვა.




ბუდისტი


image


გირი ბუდიდტია. ამ რელიგიის მიმდევარი ის ახალგაზრდა ასაკში გახდა. მსახიობი, ერთი პერიოდი, ნეპალში, ტიბეტელ ბერებთან ერთად ცხოვრობდა და ბუდისტურ სკოლაში სწავლობდა.

როგორც ჭეშმარიტი ბუდისტი, ის ტიბეტის დამოუკიდებლობის მომხრეა და პოლიტიკური განცხადებითაც არაერთხელ გამოსულა, რის გამოც, ჩინეთის ხელისუფლების ბრაზი და რისხვა გამოიწვია, – ის «შავ სიაში» შეიყვანეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.




ქველმოქმედი


image


რიჩარდ გირი დიდი ხანია რაც ქველომქმედებას ეწევა. მან საუკუნის დასაწყისში საზოგადოებრივი ფონდი Healing the Divide დააარსა, რომელიც შიდსით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება. ის, ფონდის სახელით, ხშირად მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და მონაწილეობას იღებს ამ დაავადებასთან ბრძოლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.


image


მას ერთხელ, ინდოეთში ვიზიტისას, ჩვენი გადმოსახედიდან, მეტად უცნაური ინციდენტი შეემთხვა: გირი შიდსან ბრძოლისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო. მაგრამ ისე მოხდა, რომ სცენაზე თავი ვერ შეიკავა, ბოლივუდის ვარსკვლავს შილპა შეტის გადაეხვია და აკოცა. მისმა «ამორალურმა» საქციელმა ინდოეთში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია: «როგორ შეეძლო, ჰოლივუდის მსახიობს, ბოლივუდის ვარსკვლავისთვის ლოყაზე ეკოცნა» – აღშფოთდა ხალხი და საქმე სასამართლომდე მივიდა. გირის დასაცავად, პროცესზე «დაზარალებული» მხარეც გამოვიდა და განაცხადა, რომ ამერიკელ მსახიობს ცუდი არაფერი ჩაუდენია და რომ ის, საკუთარ ქვეყანაში მიღებული წესებით მოქმედებდა და უბრალოდ, მაყურებლის გართობა უნდოდაო. მოსამართლემ ორივე მხარეს მოუსმინა და გადაწყვეტილება გირის სასარგებლოდ გამოიტანა. მსახიობი სამშობლოში მშვიდობით კი დაბრუნდა, მაგრამ მას შემდეგ, ინდოეთში აღარ ჩასულა.

გირი შიდსთან ბრძოლის გარდა, მსოფლიოს მცირერიცხოვან ტომის ხალხთა უფლებებისთვისაც იბრძვის. ბოლო დროს კი, ის საომარი მოქმედებების ზონებიდან გამოქცეულ ლტოლვილებს ეხმარება.




ფოტოგრაფი


image


მსახიობის საყვარელი ჰობი — ფოტოგრაფიაა. მას ყველგან, სადაც ჩადის, თან რამდენიმე ფოტოაპარატი ჩააქვს და სამუშაოდან თავისუფალ დროს, ფოტოებს იღებს... თან ისე იღებს, რომ მისი ნამუშევრები, მუდმივად, მსოფლიოს პრესტიჟულ ფოტოგამოფენებზ ხვდება.


imageimage

imageimageimageimageimageimageimageimage




0
212
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0