x
მეტი
  • 12.12.2019
  • სტატია:97293
  • ვიდეო:344143
  • სურათი:459275
ციხის ზედამხედველს 1,5 წელიწადი ჰქონდა სექსი კარადაში სამუდამო პატიმრობა მისჯილთან
image

39 წლის ციხის ზედამხედველს და ორი შვილის დედას სექსი ჰქონდა მკვლელთან, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის მკვლელობისთვის.


რეიჩელ უელბურნი დენიელ კრომპტონის პირადი ოფიცერი იყო ფრანკლანდის ციხეში(დარემის საგრაფო, ჩრ.ინგლისი), კრომპტონმა მოკლა 87 წლის ფრენკ უერსი, მხოლოდ იმიტომ, რომ კოკაინი შეეძინა.

image


უელბურნსა და კრომპტონს შორის ურთიერთობა ელვისებურად დაიწყო, ქალმა უთხრა კრომპტონს, რომ მზად იყო, მის გამო ქმარი მიეტოვებინა, რომელიც აგრეთვე ციხის თანამშრომელია.აღსანიშნავია, რომ ამ ხნის განმავლობაში წყვილს სექსი კარადაში ჰქონდა, ურთიერთობა 18 თვე გაგრძელდა.

imageფოტოზე: რეიჩელ უელბურნი მეუღლესთან ერთად საპატარძლო კაბაში



2013 წელს 29 წლის დენიელ კრომპტონმა მოკლა 87 წლის ომის ვეტერანი ფრენკ უორსი მხოლოდ იმიტომ, რომ ფული წაერთმია და კოკაინი შეეძინა, მოხუცი ვეტერანი სამი კვირის შემდეგ გარდაიცვალა საავადმყოფოში, ცემისგან მიღებული ტრავმებით.

imageფოტოზე:დენიელ კრომპტონი



ფრენკ უორსი მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტში მსახურობდა სამხედრო გემებზე.

imageფოტოზე:ფენკ უორსი მეუღლესთან ერთად




2014 წელს კრომპტონს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.



რაც შეეხება რეიჩელკ უელბერნს, მას სასამართლომ 12 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა:"საზოგადოება ვერ შეეგუება იმას, რომ პატიმარს და ზედამხედველს, სქესობრივი კავშირი ჰქონდეთ სასჯელიც მოხდის პერიოდში, არა აქვს მნიშვნელობა რა დონის დანაშაული აქვს ჩადენილი პატიმარს"-აღნიშნა მოსამართლე კრისტოფერ პრინსმა.


"ციხე გარდაუვალია მისთვის, მიუხედავად იმისა, რომ 18 წლის განმავლობაში მუშაობდა იგი ციხის ზედამხედველად და ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა"-დასძინა მოსამართლემ.




ასევე იხილეთ

image

25 წლის ინგლისელმა როზანა ტომასმა ქორწილის ფოტოგრაფისგან შეიტყო, რომ საქმროს საქორწინო ხარჯები არ ჰქონდა გადახდილი. 35 წლის საქმრო როზანას უმტკიცებდა, რომ გადაიხადა 7 ათასი ფუნტი სტერლინგი საბანკეტო დარბაზში, სადაც უნდა გამართულიყო ქორწილი, თუმცა ქორწილამდე ოთხი დღით ადრე ფოტოგრაფმა დაურეკა საპატარძლოს და ჰ...


როგორც ჩანს, ვერა ბრეჟნევას სულ მალე მიეწევა ძველი ბრძნული გამონათქვამები "არ გაუკეთო სხვას ის, რასაც შენს თავს არ უსურვებდი"ან "საკუთარ ბედნიერებას სხვის უბედურებაზე ნუ ააწყობ".საყოველთაოდ ცნობილია, რომ ახლანდელმა მისმა მეუღლემ -კონსტანტინე მელაძემ ვერას გამო მიატოვა მეუღლე იანა სუმი სამ შვილთან ერთად. ფოტოზე:კონსტანტინე მელა...


თეატრის და კინოს საბჭოთა და რუსი მსახიობი, პროდიუსერი მარია მირონოვა, ლეგენდარული ანდრეი მირონოვის ქალიშვილი აქამდე სამჯერ იყო გათხოვილი, ახლა კი მეოთხე ქმარი ჰყავს, რომელიც მისი შვილის ტოლია. 46 წლის მარია მირონოვამ სამჯერ მოასწრო დაქორწინება: პირველად ბიზნესმენ დიმიტრი უდალოვზე, მეორედ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი...


ცნობილი ლატვიელი კალათბურთელის იანის ტიმას ცოლმა, სანამ განაცხადა, რომ 36 წლის მომღერალმა ანა სედოკოვამ წაართვა ქმარი და მეტიც, როგორც იანისის ყოფილი მეუღლე სანა აცხადებს, სპორტსმენმა დაუბლოკა მისი ყველა საკრედიტო ბარათი და მოთხოვა დატოვოს სახლი ერთი წლის შვილთან ერთად. სანამ იცოდა, რომ იანისს საყვარელი ჰყავ...

0
1930
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1930
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0