x
მეტი
  • 08.12.2019
  • სტატია:97209
  • ვიდეო:344059
  • სურათი:459149
სასტიკი მკვლელობა ხაშურში - რა გახდა ახალგაზრდა ქალის მკვლელობის სავარაუდო მოტივი?
image



11 ოქტომბერს ხაშურში საზარელი შემთხვევა მოხდა. ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალი სასტიკად მოკლა. 30 წლის ნათია გოგალაძე თავის არეში მიყენებული უმძიმესი დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.


არსებული ინფორმაციით, ნათია გოგალაძის ყოფილმა მეუღლემ დაპირისპირებამდე მაღაზიაში, სადაც ქალი მუშაობდა ხელყუმბარა შეაგდო. ხოლო მას შემდეგ, რაც იგი არ აფეთქდა, შიგნით შევიდა, ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა და ავტომატის კონდახით სასტიკად სცემა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ქალი უგონო მდგომარეობაში დახვდა. მაღაზიაში ხელყუმბარა პოლიციამ გააუნებელყო, ადგილე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ გამნაღმველები.


დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მალევე მიიმალა. პოლიცია მას ამ დრომდე ეძებს.



არსებული ცნობით, ნათია გოგალაძე და ირაკლი დეკანოიძე უკვე დიდი ხანია გაშორებულები იყვნენ. 11 ოქტომბერს კი სასამართლოში განქორწინების აქტი უნდა გაფორმებულიყო. სავარაუდოდ სწორედ ამ ფაქტმა გააღიზიანა დეკანოიძე, რასაც შემდგომში მის მიერ ყოფილი მეუღლის სასტიკი მკვლელობა მოჰყვა.


ნათია გოგალაძე ორი წლის განმავლობაში იტალიაში ცხოვრობდა. მისი ორი მცირეწლოვანი შვილი კი საქართველოში მამასთან ერთად იმყოფებოდა. მოკლულის მეზობლების თქმით, მამა დედას შვილების ნახვის საშუალებას არ აძლევდა და მათთან კონტაქტს სოციალური ქსელითაც უკრძალავდა. ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ კი გოგალაძემ შვილები დაიბრუნა და განქორწინების ბოლომდე მიყვანაც სურდა.


თავდაპირველად საქმეზე გამოძიება 19.108 მუხლით დაიწყო, რაც განზრაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სავარაუდოდ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდება.

2
410
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
410
  
13 ოქტომბერი, 0:33
დეკანოიძეა პათოლოგი, მისი დამცველი მეზობლები კი სათითაოდ ნაგვები.
ანგელოზი გახადეს ეს კრიმინალი, დაურეგისტრირებელი იარაღი+ხელყუმბარები, ტიპი ხელყუმბარას აგდებს საზოგადოებრივ ობიექტში.
სამუდამოზეა ეს გარეწარი გასაშვები.
12 ოქტომბერი, 20:32
არ იცით სად იპოვოთ ქალი ერთი ღამით? შემდეგ შემოდით - http://lady4.fun
0 1 2