x
მეტი
  • 23.11.2019
  • სტატია:96790
  • ვიდეო:343779
  • სურათი:458685
ძალიან სახალისო არქიტექტურული ,,შედევრები" ( ნაწილი 3)
არქიტექტურა სერიოზული თემაა და ერთი შეხედვით, ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ამ სფეროში რაიმე სახალისო არსებობდეს, მაგრამ “ნიჭიერი" ადამიანების წყალობით, შეგვიძლია თვალი გადავავლოთ ფოტოებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არქიტექტურაშიც არსებობს ძალიან სახალისო მომენტები. მაშ ასე:

image
ამ ფოტოს ხილვისას, პირველი, რაც თავში მომივიდა, იყო ფრაზა ერთ-ერთი ცნობილი ქართული სერიალიდან - “შიგ ხომ არა გაქვთ ბიძიკო თქვენ?!" ალბათ, ამავეს ეუბნებოდნენ ერთმანეთს ხიდის სხვადასხვა მხარეს მდგარი “ნიჭიერები".

image

ასე როგორ უნდა გაიმეტო ბავშვი?! ალბათ, ასეთ სასრიალოზე პატარა თავად გეტყვით უარს გართობაზე.




image


წინა ფოტოსგან დიდად არ განსხვავდება, უბრალოდ ეს უფრო გართულებული ვერსიაა.


image

ბანკომატი ზე-მაღალი ადამიანებისათვის, თუმცა მხოლოდ ასეთები კი არა, ზე (თუ ქვე) - დაბალი ადამიანებისთვისაც არსებობს და აი, ისიც.


image


image


კარგი დასასვენებელი პარკია, სკამების ნახვაც კია შესაძლებელი, ერთი ეგაა, რომ გაზონზე გადასვლა არ შეიძლება.image

სულ მიკვირდა ფრაზა “ ტუალეტში “ზადნით" შესვლა", აი, თურმე რა დროს იხმარება ეს მეთოდი:))

image


აი, აქ, როგორ, რანაირად, გაუგებარია.


image

ამ ფოტოზე კი “ ზადნით" შესვლის" პრობლემაა აღმოფხვრილი, ოღონდ ცოტა არაკომფორტული უნიტაზია (ალბათ).




image
ამ სახლის პატრონი, ალბათ, ხელოვანია და ფაჯრების ასეთი ფორმები მასში მუზას აღვიძებს, მაგრამ რის მუზას, ეგ საკითხავია.


image





საინტერესო ფიტნეს ცენტრია, უჩვეულო შესასვლელი აქვს ამ დაწესებულებისთვის. კიდევ უფრო საინტერესოა, ფიტნეს ცენტრში თუ ექსკალატორით ადიან და არა კიბით, შიგნით რაზე ვარჯიშობენ?!


imageლამაზად არის კედელში შესმული, ისე ლამაზად, რომ უჯრის გამოღებაზე არც კი იფიქრებ.

image

აი, აქ კი ყველა უჯრა შეგიძლია გამოწიო, ოღონდ ცალ-ცალკე და ბოლომდე არა.



იმედია კარგად იხალისეთ. გაგრძელება იქნება....


სახალისო სტატიები:

ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" ( ბევრი კურიოზული ფოტო)

ძალიან სახალისო არქიტექტურული “შედევრები" (ნაწილი 2)

გიჟური ტრადიციები სხვადასხვა ქვეყნებში (+ ბევრი სახალისო ფოტო)

1
679
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
679
  
15 ოქტომბერი, 22:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1