x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გარდაიცვალა ალექსეი ლეონოვი-პირველი კოსმონავტი მსოფლიოში, რომელიც ღია კოსმოსში პირველი გავიდა
image

პარასკევს, 11 ოქტომბერს, გარდაიცვალა ალექსეი ლეონოვი- ყველაზე ცნობილი საბჭოთა კოსმონავტი იური გაგარინის შემდეგ. ის 85 წლის იყო.



ლეონოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა გაგარინის სახელობის კოსმონავტთა სასწავლო ცენტრის ((ЦПК)) პრესსამსახურმა. გამოსამშვიდობებელი ცერმონიალი და დაკრძალვა 15 ოქტომბერს გაიმართება.ლეგენდარულ კოსმონავტს მიტიშკის მემორიალურ სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალავენ.


ლეონოვს ერთხელ არა გაუმართლა ცხოვრებაში, იმის გამო, რომ ამერიკელებმა უფრო ადრე მოახერხეს მთვარეზე დაჯდომა. შეიძლება ითქვას, რომ დანარჩენში გაუმართლა.


სამაგიეროდ ლეონოვი პირველი ადაიმიანი იყო მსოფლიოში, რომელმაც 1965 წლის 18 მარტს კოსმოსური ხომალდი დატოვა და ღია კოსმოსში გავიდა, რომელიც 2 წუთი 9 წამი გაგრძელდა.


კოსმოური ფრენების მშვენიერი რომანტიული ეპოქა, როდესაც ყოველწლიურად, ან უფრო ხშირად, აოცებდნენ მსოფლიოს სამყაროს ახალ-ახალი მიღწევებით.

image

1975 წელს იგი მონაწილეობდა საბჭოთა და ამერიკელი კოსმონავტების ერთობლივ პროექტში, „სოიუზ-აპოლონის“ გაფრენაში. 1975 წლის ივლისში იგი იყო "სოიუზ-"19-ის მეთაური, რომელმაც კოსმოსში ისტორიული შეერთება მოახდინა "აპოლონთან".

image


ლეონოვს ორჯერ მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.
იგი იყო აგრეთვე მხატვარი, რომელიც კოსმოსის თემაზე ქმნიდა ნამუშევრებს.


0
316
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0