x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"MQ-25A Stingray T1"-უპილოტო საწვავით გამმართავმა დრონმა საცდელი ფრენა განახორციელა. დრონი გათვლილია სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის

image პირველი უპილოტო, საწვავით გამმართავი დრონის პროტოტიპი, რომელიც აშშ-ში სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის შეიქმნა ცაში აფრინდა და საცდელი ფრენა განახორციელა.
"MQ-25A Stingray T1"-ი საცდელ ფრენას 2 საათის ნამძილზე ახორციელებდა და მას ორი გამოცდილი მფრინავ-გამომცდელი მართავდა სახმელეთო სადგურიდან გადაცემული ბრძანებებით. დრონი ავტონომიურ რეჟიმში აფრინდა, აფრენის მერე კი წინასწარ დასახული მიმართულების დაცვით დრონს გამოცდილი მფრინავები მართავდნენ ხმელეთიდან გადაცემული ბრძანებებით.
"საცდელმა ფრენამ აჩვენა, რომ დრონის თითოეულმა დეტალმა და ელექტრონულმა ბლოკმა იმუშავა გამართულად"-განაცხადეს კორპორაცია "Boeing"-ის წარმომადგენლებმა.
დრონის აფრენა ილინოისის შტატში მდებარე აეროდრომიდან იქნა განხორციელებული.
გასულ წელს "Boeing"-მა გამოცხადებულ ტენდერში მოიგო და მასთან 805 მილიონი დოლარის კონტრაქტი გაფორმდა.
კონტრაქტი ითვალისწინებდა "MQ-25A"-ის პირველი ოთხი ეგზემპლარის აგებას. ახალი დრონის საფუძვლად გამოიყენეს საიდუმლო პროტოტიპი "Х-47", რომლის პროექტი საბოლოო ჯამში დაიხურა. "Northrop Grumman X-47B-მ პირველი ავტონომიური დაჯდომა განახორციელა ავიამზიდ "USS George H. W. Bush (CVN-77)"-ზე 2013 წლის 19 ივლისს. შემსრულებელმა შეცვალა მისი კონსტრუქცია, რათა მას შესძლებოდა ჰაერში საფრენი აპარატის საწვავის გასამართად დასახული ამოცანის შესრულება.
აშშ-ს სამხედრო ფლოტი გეგმავს დაუკვეთოს 72-ი ერთეული
"Stingray", რომელთა შესაძენად გამოიყოფა 13 მილიარდი დოლარი. აღნიშნული დრონი შეუმსუბუქებს დატვირთვას "F/A-18F Super Hornet"-ს, რომლებიც ახორციელებენ სხვა თვითმფრინავების ცაში საწვავით გაწყობას. პენტაგონს გადაწყვეტილი აქვს "MQ-25A" ექსპლუატაციაში მიიღოს 2024 წელს.
«Stingray»-ამ სახელწოდებით აწარმოებდნენ მსუბუქ ტანკს გასული საუკუნის 80-იან წლებში. ტანკის წარმოება ხდებოდა სპეციალურად ტაილანდისათვის.

0
215
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
215