x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ასტეროიდი შეიძლება შავ ზღვაში ჩამოვარდეს
image


დიდი ასტეროიდი აპოფისი, რომელიც აღმოაჩინეს 2004 წელს ამერიკელმა ასტრონომებმა, შესაძლოა ჩამოვარდეს შავი ზღვის რეგიონში. ეს დასკვნები გააკეთა ბრიტანელმა ასტრონომმა მაიკლ ჰორნმა, რომელმაც გუნდთან ერთად შეისწავლეს ასტეროიდის ფრენის ტრაექტორია და გამოცემა "ესპრესსთან" ინტერვიუში გამოთქვა თავისი მოსაზრებები.


ჰორნის თქმით, საეჭვოა ნასას მონაცემები, რომ ასტეროიდთან შეჯახების ალბათობა ძალზე მცირეა. თუ აპოფისი დედამიწას დაეცემა შავი და ჩრდილოეთ ზღვის ნაწილში, როგორც ასტრონომი ირწმუნება, ეს კატასტროფას გამოიწვევს.


"აქ ჩვენ ვსაუბრობთ ორ რამეზე: ასტეროიდთან შესაძლო, მაგრამ ნაკლებად სავარაუდო შეჯახებაზე, როგორც ნასა ამბობს და გარდაუვალ შეჯახებაზე, როგორც ჩვენ ვამტკიცებთ. ასტეროიდზეს დაკვირვების დრო ჯერ კიდევ საკმარისია, რომ სრულყოფილად გამოითვალოს მისი დაცემის და ორბიტის ტრაექტორია . ამასთან, დღეს არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, ჩრდილოეთ და შავ ზღვებს შორის ტერიტორია იქნება ასტეროიდის დაცემის ადგილი, რაც დიდ ბრიტანეთს არანაირ შანსს არ უტოვებს. ”- ამბობს ჰორნი.



ასტრონომი ასევე ირწმუნება, რო არ გაუმართლებს არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთს, არამედ მთელ კაცობრიობას, რომელიც ასტეროიდის დაცემის შედეგების გამო დაიღუპება.


”ამ ზომის ასტეროიდის დაცემა არა მხოლოდ უზარმაზარ ზიანს მიაყენებს, არამედ სავარაუდოდ, აპოფისი, საბოლოოდ გამოიწვევს ჩვენი სახეობების სრულ გადაშენებას. სადაც არ უნდა დაეცეს, ეს გამოიწვევს ლითოსფეროში უზარმაზარ ბზარებს, რომლის მეშვეობითაც ვულკანური აირების ღრუბლები ამოვა. ატმოსფეროში ამოსული ვულკანური მტვერი, პირველ რიგში, ვულკანურ ზამთარს გამოიწვევს, შემდგომ პლანეტაზე სათბურის გაზების დაგროვებით, დედამიწა რამდენიმე ათწლეული ვენერას დაემსგავსება ”- ამბობს ჰორნი.

0
853
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
853
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0