x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ბოსფორის სამეფო
ბოსფორის სამეფო


ბოსფორის სამეფო დასავლეთ კავკასიაში და ყირიმის ნახევარკუნძულზე არსებული სახელმწიფო იყო, რომელმაც იარსება ძვ.წ. 438 წლიდან - ახ.წ. 370 წლამდე. ამ სამეფოს მოსახლეობა შედგებოდა იბერო-კავკასიური და ინდო-ევროპული ტომებისგან (ამ იბერო-კავკასიურ და ინდო-ევროპულ ტომებს აერთიანებდა ერთი სახელი - სკვითები) და ასევე ბერძნებისგან. თავად სახელმწიფო ბერძნების მიერ დაარსებული ჩრდილოეთ შავიზღვისპირა ქალაქების ეკონომიკური, სავაჭრო კავშირების წყალობით ჩამოყალიბდა. ამ სახელმწიფოს ძალიან ახლო კავშირები ჰქონდა კოლხეთის სამეფოსთან და პონტოს სამეფოსთან. სინამდვილეში, ეს სამი სახელმწიფო ერთიან კულტურულ-ცივილიზაციურ სივრცეს წარმოადგენდა, სადაც კოლხურ-ბერძნული კულტურა გაბატონებულიყო.


კოლხეთი,  პონტო და ბოსფორი - ერთიანი ცივილიზაციური სივრცე


ბოსფორის სამეფოდ ჩამოყალიბების და ბერძნული ახალშენების ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანების მოთავე გახლდათ ქალაქი პანტიკაპეონი (ახლანდელი ქერჩი), რომელიც გახდა კიდეც ბოსფორის სამეფოს დედაქალაქი. ბოსფორის დიდებული ძველი ქალაქების: პანტიკაპეონის, ნიმფეონის, ნირმეკიონის, ტირიტაკეს და სხვა მრავალის შესწავლისთვის ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოჩენილია დიდი რაოდენობის ძვ.წ. მე-6 - ძვ.წ. მე-4 საუკუნეების კოლხური კერამიკის ნიმუშები, კოლხური ვერცხლის მონეტები (კოლხურ თეთრად წოდებული), საინტერესოა აგრეთვე ერთ-ერთი თიხის ჭრაქი, რომელზეც ამოტვიფრულია სიტყვა - "კოლხოს". მეორეს მხრივ თავად კოლხეთშიც ნაპოვნია ბოსფორული მონეტები და ამფორები.



ბოსფორელი მეომარი


ბოსფორის სამეფო რომის იმპერიის პროვინციაც კი იყო 5 წლის განმავლობაში ახ.წ. 63-68 წლებში. ბოსფორის სამეფოს დიდი სიმდიდრე და ძლიერება დამყარებული გახლდათ მონათა ვაჭრობაზე, ასევე თევზის და ხორბლის ექსპორტზე სხვა ქვეყნებში. ეს სამეფო არქეოლოგიურად ბოლომდე არაა შესწავლილი და მომავალში კიდევ ბევრი რამაა გასარკვევი, მაგრამ ახლად აღმოჩენილ არტეფაქტებში, საოცარ სამარხებში, რომელსაც ისინი აგებდნენ თავიანთი ელიტისთვის, აშკარად იგრძნობა მათი ძალიან მაღალი განვითარება როგორც არქიტექტურაში და მოქანდაკეობაში, ასევე კულტურის ყველა ასპექტში.


ბოსფორელი მეომრები - ძვ.წ. IV ს.



ბოსფორის მეფეები:


ბოსფორის სამეფოს გაერთიანებამდე მთავარ ქალაქს, პანტიკაპეონს მართავდა არქეანაქტიდების დინასტია:


არქეანაქსი - ძვ.წ. 480-?

პერისადესი (I)

ლეუკონ (I)

საგაურუსი - ძვ.წ.?-438


მას შემდეგ, რაც ბოსფორის სამეფო გაერთიანდა, მას მართავდა


სპარტაკიდების დინასტია:


1. სპარტოკუს I - ძვ.წ. 438-433 წწ.

2. სატირუს I - ძვ.წ. 433-389 წწ.

3. სელევკუსი - ძვ.წ. 433-393 წწ.

4. ლეუკონ I - ძვ.წ. 389-349 წწ.

5. გორგიპუსი - ძვ.წ. 389-349 წწ.

6. სპარტოკუს II - ძვ.წ. 349-344 წწ.

7. პეირისადეს I - ძვ.წ. 349-311 წწ.

8. სატირუს II - ძვ.წ. 311-310 წწ.

9. პრიტანისი - ძვ.წ. 310 წ.

10. ეუმელოსი - ძვ.წ. 310-304 წწ.

11. სპარტაკუს III - ძვ.წ. 304-284 წწ.

12. პეირისადეს II - 284-245 წწ.

13. სპარტაკუს IV - ძვ.წ. 245-240 წწ.

14. ლეუკონ II - ძვ.წ. 240-220 წწ.

15. ჰიგიაინონი - ძვ.წ. 220-200 წწ.

16. სპარტაკუს V - ძვ.წ. 200-180 წწ.

17. პეირისადეს III - ძვ.წ. 180-150 წწ.

18. პეირისადეს IV - ძვ.წ. 150-125 წწ.

19. პეირისადეს V - ძვ.წ. 125-108 წწ.


სკვითი:


20. საუმაკუსი - ძვ.წ. 108 წ.


პონტიდების დინასტია:


21. მითრიდატე I - ძვ.წ. 108-63 წწ.

22. ფარნაკე - ძვ.წ. 67-47 წწ.

23. მითრიდატე II - ძვ.წ. 47-44 წწ.

24. ასანდერი - მეფობდა ჯერ ძვ.წ. 47 წელს, შემდეგ კი ძვ.წ. 44-17 წლებში.

25. სკრიბონიუსი - ძვ.წ. 17-16 წწ.

26. დინამისი - ძვ.წ. 47 წელს თანამმართველი იყო ასანდერთან ერთად. შემდეგ 44-17 წლებშიც მასთან ერთად მართავდა. ამის შემდეგ პოლემონთან ერთად იყო ბოსფორის სამეფოს თანმმართველი ძვ.წ. 16-14 წლებში.


ტიბერიულ-იულიანური დინასტია:


27. ასპურგუსი - ძვ.წ. 8 - ახ.წ. 38 წწ.

28. მითრიდატე III - 38-46 წწ.

29. კოტის I - 46-63 წწ.

30. ამ წელს ის იქცა რომის იმპერიის პროვინციად და მართავდა რომის მოხელე მოესია 63-68 წლებში.

31. რესკუპორისი - 68-90 წწ.

32. სავრომატ I - 90-123 წწ.

33. კოტის II - 123-132 წწ.

34. რემეთალკესი - 132-153 წწ.

35. ეუპატორი - 153-174 წწ.

36. სავრომატ II - 174-210 წწ.

37. რესკუპორის II - 210-227 წწ.

38. რესკუპორის III - 210-227 წწ.

39. კოტის III - 227-235 წწ.

40. სავრომატ III - 229-232 წწ.

41. რესკუპორის IV - 233-235 წწ.

42. ინინთიმეუსი - 235-240 წწ.

43. რესკუპორის V - 240-276 წწ.

44. ფარსანზესი - 253-254 წწ.

45. სინგესი - 258-276 წწ.

46. თეირანესი - 275-279 წწ.

47. სავრომატ IV - 276 წ.

48. თეოთორსესი - 278-309 წწ.

49. რადამსადესი - 308-323 წწ.

50. რესკუპორის VI - 303-342 წწ.








კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწილი II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
420
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
420
  
2019, 12 ოქტომბერი, 20:35
არ იცით სად იპოვოთ ქალი ერთი ღამით? შემდეგ შემოდით - http://lady4.fun
0 1 1