x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ხაშურში სავარაუდოდ ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
image



ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს დილით, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა დაჭრა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მედიაში ვრცელდება, რომელსაც ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში ადასტურებენ. ქალის გადარჩენას ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა მისი დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.


სასწაფო სამედიცინო დახმარების ცნობით, ქალი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. მას ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა.


შემთხვევა დღეს დილით ხაშურში მოხდა. თვითმხილველეთა ცნობით, ნათია გოგალაძეს სამსახურში თავს ყოფილი მეუღლე დაესხა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა. ამის შემდეგ კი იგი ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და სასტიკად სცემა.



მომხდარზე გამოძიება თავდაპირველად 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, თუმცა სავარაუდოდ იგი გადაკვალიფიცირდება და ძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება.


სავარაუდო დამნაშავე პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია.

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0