x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეკა ბესელიას პატივი და ღირსება არ გააჩნია! მისი ადგილი ციხეშია!" - ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა +" - ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში იმ ფაქტს ასაჯაროებს, რომლის თანახმადაც, მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პატივისა და ღირსების შელახვისთვის მას სასამართლოში არა მხოლოდ უჩივლა, არამედ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 20500 ლარის გადახდაც დააკისრა: "ჩემი გვარი მომესმა და განვმარტავ: ეკა ბესელიამ გვიჩივლა, საკუთარი პატივი და ღირსება 20500 ლარად შეაფასა (41 ჯერ 500). მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ მას მოხსნილი სასარჩელო მოთხოვნა დაუკმაყოფილა და არარსებული ღირსება 1500 ლარად ჩამოუფასა. გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში და ველოდებით ! ბესელიას მონა ასმათ კოხრეიძე მოსამართლე აღარაა ! კვლავინდებურად ვთვლი რომ ეკა ბესელიას პატივი და ღირსება არ გააჩნია ! მისი ადგილი ციხეშია !" - დაწერა გაზეთ "ქრონიკა +" - ის რედაქტორმა ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში.





0
313
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
313